საავიაციო უშიშროების პერსონალის სერტიფიცირება

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პირის შეფასება და კვალიფიკაციის დადასტურება, საქართველოს ეკონომიკისა და მადგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მიერ დადგენილი წესით; ჰ​18) საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი – საჰაერო ხომალდზე მყოფი მგზავრის ბარგი, რომელიც დარეგისტრირებულია მის მიერ და მიიღება საჰაერო ხომალდზე საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდად; ჰ​19) საბორტო მარაგი – ფრენისას მგზავრებისა და ეკიპაჟის მომსახურებასთან დაკავშირებული საქონელი (მათ შორის, გასაყიდად განკუთვნილი), საჰაერო ხომალდის მომსახურებისათვის საჭირო მასალები (საწვავი, საპოხი საშუალებები და სხვა), საჰაერო ხომალდზე გასაყიდი საქონელი; ჰ​20) სადგომი – საჰაერო ხომალდის სადგომად ბაქანზე გამოყოფილი მონაკვეთი; ჰ​21) საერთაშორისო რეკომენდებული პრაქტიკა – ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების, კონფიგურაციის, პერსონალის ან პროცედურის მიმართ წაყენებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც რეკომენდებულია ფრენის უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროებისა და რეგულარულობის უზრუნველსაყოფად; ჰ​22) საერთაშორისო სტანდარტი – ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების, კონფიგურაციის, პერსონალის ან პროცედურის მიმართ წაყენებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ფრენის უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროებისა და რეგულარულობის უზრუნველსაყოფად; ჰ​23) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის

მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →