სხ-ზე დამონტაჟებული ნებისმიერი თვითმწერი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საავიაციო მოვლენების მოკვლევისას. საბორტო თვითმწერის ტიპებია: ჰ59 ა) I და IA ტიპის საფრენოსნო მონაცემების თვითმწერები (FDR) - აღწერენ ფრენის ტრაექტორიის ზუსტ მონაცემებს, სიჩქარეს, სივრცობრივ მდგომარეობას, ძრავის გაწევას, ფრენის კონფიგურაციას და რეჟიმს. ჰ59 ბ) II და II A ტიპის საფრენოსნო მონაცემების თვითმწერები(FDR) - აღწერენ ფრენის ტრაექტორიის ზუსტ მონაცემებს, სიჩქარეს, სივრცობრივ მდგომარეობას, ძრავის წევას და მოწყობილობების კონფიგურაციას, რომლებიც ქმნიან ამწევ ძალას და აეროდინამიკურ წინაღობას.
თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ