შესაბამისი მომზადების მქონე საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც, ფარული დაკვირვების მეშვეობით, უზრუნველყოფს აეროპორტში საეჭვო პირების გამოვლენას, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან სამოქალაქო ავიაციას; ჰ42) შეზღუდული დაშვების დაცული ზონა – მაღალი რისკის ზონად განსაზღვრული ავიასაწარმოს ის ტერიტორია, სადაც ხორციელდება დაშვების კონტროლი და შემოწმება. ჰ43) შემოწმება (სკრინინგი) – საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ტექნიკური ან სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელებული შემოწმება, იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების, სახიფათო მოწყობილობების, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით; ჰ44) შემოწმების ოპერატორი – საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი, რომელიც ახორციელებს შემოწმებას ტექნიკური ან სხვა საშუალებების გამოყენებით, იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების, სახიფათო მოწყობილობების, გადასატანად აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით; ჰ45) შეცდომით მიწოდებული ბარგი – მგზავრების ან ეკიპაჟისაგან გაუფრთხილებლობით დაშორებული/განცალკევებული ბარგი; ჰ46) ცნობილი მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელიც უშიშროების დადგენილი ზომების დაცვით ახორციელებს აეროპორტის მარაგის, მათ შორის, სითხეების, აეროზოლების, გელებისა და არასანქცირებული გახსნისაგან დაცული პაკეტების მიწოდებას აეროპორტის კონტროლირებად ზონაში, გარდა საჰაერო ხომალდისა; ჰ47) ცნობილი ტვირთგამგზავნი – ტვირთისა და ფოსტის მომწოდებელი, რომელიც საჰაერო ხომალდით გადაზიდვის მიზნით, უზრუნველყოფს ტვირთისა და ფოსტის მიმართ საავიაციო უშიშროების დადგენილი ზომების განხორციელებას; ჰ48) ხელბარგი – მგზავრის პირადი ნივთები, რომელიც გადაიზიდება საჰაერხომალდის სალონით; ჰ49) ICAO- სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. თავი II საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებში, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ უწყებათა/ საწარმოთა უფლებამოსილე
საეჭვო ქცევის გამოვლენის სპეციალისტი
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით