საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ერთ-ერთი შემდეგი ფინანსური ინსტიტუტი: ს.ა) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD); ს.ბ) აზიის განვითარების ბანკი (ADB); ს.გ) მსოფლიო ბანკი (WB) და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი ინსტიტუტები; ს.დ) ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB); ს.ე) ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB); ს.ვ) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC); ს.ზ) ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO); ს.თ) საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD); ს.ი) ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოება „PROPARCO“ (საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დამხმარე ორგანიზაცია კერძო სექტორის განვითარების დაფინანსების კუთხით); ს.კ) აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB); ს.ლ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poors (S&P), Moody’s, Fitch) მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი AAA/Aaa საკრედიტო რეიტინგი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →