საფასური

3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც არ ბრუნდება, გარდა შეცდომით გადახდილი საფასურისა; ო1) გამოქვეყნების საფასური – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში გამოქვეყნების საფასურის ოდენობები და გადახდის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; [ ო​ 1 ) გამოქვეყნების საფასური – შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომლის ოდენობაა 100 ლარი. კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევებში გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)] ო​2) საჩივრის წარდგენის საფასური – მომჩივნის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსთვის საჩივრის წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ოდენობის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ · მუხლი 3

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანებით №1-1/592 დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული სააგენტოს მომსახურების საფასური

გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →