ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – ამ კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

ბ) საფასური – სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი;

გ) მომსახურება − სააგენტოს მიერ ამ კანონის 43, მე-6, მე-7 და მე-9−112 მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის მოთხოვნა, უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) წარდგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება, რომელიც სააგენტოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ავალდებულებს. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების გაწევა ამ კანონის მე-6 მუხლის „ძ“ ან „ძ1“ ქვეპუნქტით ანდა მე-10 ან მე-11 მუხლით განსაზღვრულ ვადაში;

დ1) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორია – სააგენტოს საკუთრებაში არსებული ან სააგენტოსთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომლებშიც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ან/და მათი დანაყოფები;

ე) იარაღი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული:

ე.ა) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

ე.ბ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

ე.გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

ე.დ) მოკლე (მათ შორის, საფანტის) ცეცხლსასროლი იარაღი;

ე.ე) სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი;

ე.ვ) სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი;

ე.ზ) გაზის (აირის) იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი);

ე.ზ1) სასიგნალო იარაღი;

ე.ზ2) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი;

ე.თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2
პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებული იარაღი, რომელსაც ენიჭება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;

ე.ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღი, რომელიც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაეცემა მოსარგებლე პირებს;

ე.კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ამ პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღი;

ე.კ1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღი;

ე.ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლიდან სროლაც დასაშვებია დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად;

ე.ლ1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღი;

ე.მ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი;

ე
1) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აძლევს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიტანოს:

ე1.ა) იარაღი სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის ჩაბარების/გადაცემის მიზნით, ხოლო ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენილი იარაღი − შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

ე1.ბ) იარაღი შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე მიტანის მიზნით;

ე1.გ) იარაღი შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

ე1.დ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისთვის წარდგენის მიზნით;

ე1.ე) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

ე1.ვ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი და ამ გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან/და ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთში ან/და სასროლო-სანადირო სტენდში მიტანის ან/და იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

ე1.ზ) იარაღი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;

ე1.თ) საბრძოლო მასალა/ვაზნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ე2) იარაღის ჩამოწერა – საკუთრებაზე (მფლობელობაზე) უარის თქმის შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსათვის იარაღის უსასყიდლოდ ჩაბარება;

ე3) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;

ე4) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი – იარაღის ძირითადი ელემენტი, რომელიც იარაღისაგან განცალკევებულად რეგისტრირდება და რეგისტრირებული იარაღის დამატებითი ან სათადარიგო ნაწილია;

ვ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:

ვ.ა) სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები;

ვ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული/რეგისტრირებული ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;

ვ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;

ვ1) პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ტარდება დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე;

ვ2) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ტარდება;

ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების უფლებას;

თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, სააგენტოს ვალდებულება, დაინტერესებული პირის განცხადება დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე არ დააკმაყოფილოს 7 სამუშაო დღის განმავლობაში და აღნიშნული გარემოება დადგენილი წესით აცნობოს მოგირავნეს;

ი) დათვალიერების აქტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც თანმხლები დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეკვიზიტების ვიზუალური შედარების შედეგად აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მონაცემები;

კ) შიდა ტრანზიტი – სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) და გამოყენების წესი (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევისა) დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;

კ1) (ამოღებულია - 21.07.2022, №1658);

ლ) სატრანსპორტო საშუალება − საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული:

ლ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

ლ.ბ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისთვის;

ლ.გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილი;

ლ.დ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ ქვეპუნქტის „ლ.ა“, „ლ.ბ“ ან „ლ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება;

ლ1) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა − სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის გაუქმება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:

ლ1.ა) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების სახელმწიფო საზღვრის გარეთ გატანა;

ლ1.ბ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ჩამოწერა;

ლ1.გ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა;

მ) სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება;

მ1) სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა − თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება;

ნ) (ამოღებულია);

ო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა:

ო.ა) უფლებამოსილი პირის მიერ გამოკვლევის შედეგად დადგენილი, დაზუსტებული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდის) დადამღვა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სავალდებულო რეგისტრაციას. საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;

ო.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება;

პ) (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

ჟ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:

ჟ.ა) სააგენტოს მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იარაღის ან/და მისი მესაკუთრის/მოსარგებლის შესახებ;

ჟ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო- ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია იარაღზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;

ჟ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;

ჟ1) უფლებრივი შეზღუდვა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის შესახებ;

რ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;

ს) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიში – ქარხანა-დამამზადებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან/და განადგურების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი (გამოვლენილი), საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი, დასაკრავი ფირნიში. საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის ფორმა და გაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;

ტ) უფლების გადაცემის ბარათი (უფლების ბარათი) − დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ტ.ა) ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ან იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების სხვა პირისათვის გადაცემას;

ტ.ბ) ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ან იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების შეძენას;

ტ.გ) ადასტურებს ამ კანონის მე-6 მუხლის „ც“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარიგებასთან დაკავშირებით ან/და სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოებაში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ სხვა პირისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას;

ტ.გ1) ადასტურებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან შემძენის მიერ სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ან შეძენის უფლების მესამე პირისთვის (შუამავლისთვის) გადაცემას;

ტ.დ) წარმოშობს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძველს ან/და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას, თუ ამ საფუძვლის ან/და ვალდებულების უფლების გადაცემის ბარათით (უფლების ბარათით) წარმოშობა გათვალისწინებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით;

უ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება;

ფ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/ აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 112-ე, 117-ე და 118-ე მუხლებით, 126-ე მუხლის 11 და მე-2 ნაწილებით, 1261 და  137-ე−141-ე მუხლებით, 1421 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1422−1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მიმართ), 144-ე–1443, 147-ე, 151-ე და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე, 166-ე და 171-ე−1721 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და  მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2221 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 2271 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 2272 მუხლით, 2273 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–2381, 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 2551, 2552, 256-ე, 257-ე, 2592 და 2595 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 3221 მუხლის მე-2 ნაწილით, 3222 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 3312 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3441 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 3531 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 3781, 379-ე, 3811, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებით და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდების შესახებ, იმის მითითებით, ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასულია თუ არა 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში და 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.

ფ1) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა − სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ქ) ლიზინგის რეგისტრაცია − სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა, ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

ღ) ლიზინგის მოწმობა − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობა.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №76 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.98

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.126

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4685 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5959 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6250 – ვებგვერდი, 06.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6503 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.

საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის კანონი №2590 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3703 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №751 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1196 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5766 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის  კანონი №77 – ვებგვერდი, 06.01.2021წ.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1658 – ვებგვერდი, 30.06.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3880 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №113 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1270 - ვებგვერდი, 24.12.2025