საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან მე-8 სამუშაო დღეს ნებართვის გაცემისთვის დაწესებულია მომსახურების შემდეგი საფასურები:

ა) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (გლუვლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,01 ლარი;

ბ) ერთ ერთეულ ვაზნაზე (სასიგნალო იარაღის ვაზნაზე) – 0,01 ლარი;

გ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,03 ლარი;

დ) ერთ კილოგრამ საბრძოლო მასალაზე (დენთზე) – 0,9 ლარი.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები გადაიხდება არანაკლებ 300 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადაიხდება არანაკლებ 50 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადაიხდება არანაკლებ ერთი კილოგრამი საბრძოლო მასალის (დენთის) გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5942 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.49

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229

საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025