სააგენტოს მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ვადები:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (მათ შორის, შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) – 7 სამუშაო დღე;

ა1) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);

ბ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;

ბ1) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;

ბ2) გირავნობის მოწმობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;

ბ3) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 2 სამუშაო დღე;

გ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაცია ან აღრიცხვიდან მოხსნა – 1 სამუშაო დღე (გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა);

გ1) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა – 2 სამუშაო დღე;

დ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);

დ1) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა, ასეთი იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან ასეთი იარაღის ჩამოწერა დადგენილი ნიმუშის იარაღის რეგისტრაციის, იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი მოწმობის გაცემით − 10 სამუშაო დღე;

ე) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა დადგენილი ნიმუშის იარაღის რეგისტრაციის, იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი მოწმობის გაცემით – 1 სამუშაო დღე;

ე1) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – ერთი სამუშაო დღე;

ე2) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი დოკუმენტის გაცემით – 1 სამუშაო დღე;

ე3) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);

ვ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;

ზ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება – 5 სამუშაო დღე, ხოლო საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება – უფლებამოსილი პირისაგან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 სამუშაო დღე;

თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – ერთი სამუშაო დღე;

ი) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;

კ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;

კ1) ამ კანონის მე-6 მუხლის „ო1“−„ო4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;

კ2) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;

კ3) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;

ლ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – 45 წუთი;

მ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 10 სამუშაო დღე;

მ1) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;

ნ) ამ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემის საერთო ვადა – 8 სამუშაო დღე;

ო) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული, ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სახით მიწოდება ავტორიზებული მომხმარებელი კომერციული ბანკებისთვის, მიკრობანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტებისთვის – 1 სამუშაო დღე;

პ) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღე;

ჟ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან ან სხვა უფლებამოსილი პირისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებრივი შეზღუდვის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა) რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილება ან რეგისტრაციის გაუქმება – ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღე;

რ) ლიზინგის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმება − 5 სამუშაო დღე;

ს) ლიზინგის მოწმობის გაცემა − 5 სამუშაო დღე;

ტ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა − 60 სამუშაო დღე.

შენიშვნა:

1. ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების არსებობისას სააგენტოს მიერ დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია ან აღრიცხვიდან მოხსნა განხორციელდება განცხადების მიღებიდან მე-8 სამუშაო დღეს (აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მოგირავნის წერილობითი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში).

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ უფლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციის/აღრიცხვის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №76 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.98

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.126

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3703 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1196 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5766 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1658 – ვებგვერდი, 30.06.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი
№2618 - ვებგვერდი, 10.03.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 13.06.2023