„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის:
ა) „ე.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ზ1“ ქვეპუნქტი:
„ე.ზ1) სასიგნალო იარაღი;“;
ბ) „ე.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ამ პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღი;“;
გ) „ე.კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.კ1“ ქვეპუნქტი:
„ე.კ1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღი;“;
დ) „ე1.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1.თ) საბრძოლო მასალა/ვაზნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, აგრეთვე ამ პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღის რეგისტრაცია;“;
გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღის რეგისტრაცია;“;
დ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ და „ო2“ ქვეპუნქტები:
„ო1) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
ო2) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;“;
ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 154 და 155 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემა;“;
ვ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:
„რ1) საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;“;
ზ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:
„ს1) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;“.
3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ8“−„მ10“ ქვეპუნქტები:
„მ8) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;
მ9) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი;
მ10) საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი;“.
4. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:
„გ2) ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ამ კანონის მე-6 მუხლის „ლ“, „მ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისას;“.
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემისთვის დაწესებული მომსახურების საფასურები
საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან მე-8 სამუშაო დღეს ნებართვის გაცემისთვის დაწესებულია მომსახურების შემდეგი საფასურები:
ა) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (გლუვლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,01 ლარი;
ბ) ერთ ერთეულ ვაზნაზე (სასიგნალო იარაღის ვაზნაზე) – 0,01 ლარი;
გ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,03 ლარი;
დ) ერთ კილოგრამ საბრძოლო მასალაზე (დენთზე) – 0,9 ლარი.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები გადაიხდება არანაკლებ 300 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადაიხდება არანაკლებ 50 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადაიხდება არანაკლებ ერთი კილოგრამი საბრძოლო მასალის (დენთის) გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.“.
6. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 31 პუნქტი:
„31. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურებია:
ა) ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღზე – 70 ლარი;
ბ) ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,04 ლარი.“;
ბ) 43−45 პუნქტები:
„43. საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი.
44. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი.
45. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია.“.
7. 111 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 154 და 155 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
თბილისი, 4 აპრილი 2025 წ. N451-IIმს-XIმპ |