"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4685-Iს
სარეგისტრაციო კოდი
040030000.05.001.016326
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110601016, 01/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შიდა ტრანზიტი – საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის მონაწილე,  დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) და გამოყენების წესი (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევისა) დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება, შესაბამისი აქტის შედგენ ით (გარდა ამ მუხლის „ფ1“ და „ქ1“ ქვეპუნქტ ებ ით გათვალისწინებული შემთხვევ ებ ისა) – 20 ლარი;“;

ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, შესაბამისი აქტის შედგენ ით ან მისი შედგენის გარეშე – 20 ლარი;“;

გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება, შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე − 20 ლარი;“;

დ)„შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1) ერთ ერთეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობ ის შევსება (გარდა რეექსპორტისა) − 20 ლარი;“;

ე) შენიშვნის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის წყობა არ უნდა იყოს ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სანომრე ნიშნის ასოთა და ციფრთა კომბინაციის მსგავსი. ასოთა ან/და ციფრთა კომბინაცია არ უნდა აღემატებოდეს შვიდ ერთეულს და არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას,  ადმინისტრაციული ორგანოს სახელწოდებას (აბრ ე ვიატურას) ან უხამსობას, აგრეთვე არ უნდა შეურაცხყოფდეს ან არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს. ორი იდენტური სახელმწიფო სანომრე ნიშანი არ გაიცემა.“;

ე.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პირის მფლობელობაში (საკუთრებაში) ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (გარდა ამ შენიშვნის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ამ მუხლის „ფ“, „ფ1“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის შესაბამისი საფასური მცირდება 10 ლარით.“;

ე.გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16−მე-19 პუნქტები:

„16. სააგენტო შიდა ტრანზიტს (გარდა გრძელვადიანი შიდა ტრანზიტისა) გასცემს დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 90კალენდარული დღის ა.

17. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების  არსებობისას,სააგენტოსთან შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებ აზე სატრანზიტო სანომრე ნიშნის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს სა ქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ მა საჯარო სამართლის იურიდიულ მა პირ მა – შემოსავლების სამსახურ მა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანზიტო სანომრე ნიშნისა და  შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) წესს ერთობლივი ბრძანებით ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები.

18. სა ქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ი საჯარო სამართლის იურიდიული პირ ის – შემოსავლების სამსახურ ის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შემთხვევაში შიდა ტრანზიტით   სარგებლობის ვადა განისაზღვრება აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დრო მდე, მაგრამ არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. 

19.გარემოება, როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ან საექსპერტო შემოწმება ხორციელდება შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

3. მე-12 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (საქონლის მფლობელს) უფლება აქვს, შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის ამ კანონით დადგენილი საფასური გადაიხადოს  შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, საქონლის გაფორმებისას. შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის, შიდა ტრანზიტის დაკარგვისათვის, შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის გადასახდელი საფასური დაიანგარიშება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 მაისი.

№4685-Iს