სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესაძლო განხორციელების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეგროვება, გაანალიზება და ალბათობის განსაზღვრა; ჰ29) სახიფათო ტვირთი – ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ქონებას ან გარემოს და რომლებიც მითითებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური დოკუმენტის – DOC 9284 –AN /905 („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში ან კლასიფიცირდება ამ დოკუმენტის შესაბამისად; ჰ30) საჰაერო დაცვის ოფიცერი – საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ან ექსპლუატანტის/ავიაგადამზიდველის რეგისტრაციის სახელმწიფოების მთავრობ(ებ)ის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც ფრენის დროს უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი პირების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. აღნიშნულს არ განეკუთვნებიან ოფიციალური პირების დაცვის თანამშრომლები; ჰ31) საჰაერო ხომალდის მარაგი – საჰაერო ხომალზე ფრენის პერიოდში საჭირო მარაგი, მათ შორის: ბორტკვება, საბორტო მარაგი, თანმდევი საშუალებები და საჰაერო ხომალდის დასუფთავებისთვის საჭირო საშუალებები; ჰ32) სტერილური ზონა – აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცული ზონა მგზავრთა შემოწმების პუნქტიდან საჰაერო ხომალდამდე, რომელშიც დაიშვებიან შემოწმებაგავლილი მგზავრები და ის პერსონალი, რომელიც ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას
საფრთხის შეფასება
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით