საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით
საგრანტო პროექტის შესაფასებლად საგრანტო კომისიისთვის განსაზღვრული, ამ ბრძანების მეორე მუხლით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები, შესაბამისი ქულების მითითებით; პ) დამოუკიდებელი ექსპერტი – ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა, ამ ცოდნის ფარგლებში აფასებს საგრანტო პროექტს და სამსახურებრივად არ არის დაკავშირებული ცენტრთან; ჟ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის არაარსებითი შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა, რომლის გამოსწორება არ გამოიწვევს საგრანტო განაცხადის არსებით ცვლილებას საგრანტო კონკურსის პირობებთან მიმართებით
კრიტერიუმები
თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით, გარდა მე-5 კრიტერიუმისა, რომლის მაქიმალური ქულა არის 25
კომენტარი
პროექტი შეესაბამება კონკურსში მოთხოვნილ მიზნებსა და პრიორიტეტებს
პროექტის აქტუალობა და დასაბუთება ეფუძნება სანდო მტკიცებულებებს
ბენეფიციარები შერჩეულია პროექტის მიზნების შესაბამისად
პროექტის მიზნები მიღწევადია დასახული ამოცანების გადაწყვეტის გზით (პროექტის შინაარსი, მიღწევის გზები, განხორციელების მეთოდოლოგია ხელს უწყობს დასახული მიზნების მიღწევას)
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი აქტივობების (ტრენინგების ან/და სამუშაო შეხვედრების ან/და სემინარების ან/და სხვა) ხარისხი*
სამოქმედო გეგმა რეალისტურია, თანმიმდევრული და უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსი (რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები) უზრუნველყოფს პროექტით დასახული მიზნის მიღწევას
წარმოდგენილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის საშუალებით პროექტის მიზნის მიღწევა დასაბუთებული და რელევანტურია
ლოგიკურ ჩარჩოში გაწერილი პროექტის მონიტორინგი და შეფასების სისტემა შეესაბამება პროექტის მიზნებს, ეტაპებს, აქტივობებს
საპროექტო განაცხადი ითვალისწინებს პროექტის შედეგების მდგრადობას, ეფექტიანობას და ინსტიტუციურ დანერგვას
პროექტის ბიუჯეტი ხარჯთეფექტური და რეალისტურია. საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი იძლევა პროექტის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას და შეესაბამება პროექტის სამოქმედო გეგმას.
კრიტერიუმების შეფასების ჯამური ქულა
75 · მუხლი 2