საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ-ს) მარშრუტი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი მარშრუტი, რომელიც განკუთვნილია მოძრაობის ნაკადის სამართავად. შენიშვნა 1: ტერმინი ‘სმმ-ს მარშრუტი’ შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს საჰაერო ტრასას, საკონსულტაციო მარშრუტს, კონტროლირებად ან არაკონტროლირებად მარშრუტს, მოფრენის და გაფრენის მარშრუტს და ა.შ; შენიშვნა 2: სმმ-ის მარშრუტი განისაზღვრება სამარშრუტო ტექნიკური მოთხოვნებით, რომელიც შეიცავს სმმ-ის მარშრუტის ინდექსს, მიმართულების ხაზს ძირითად წერტილებამდე (მიმართულების წერტილებამდე) ან საპირისპირო მიმართულებით, მანძილს ძირითად წერტილებს შორის, მოთხოვნებს შეტყობინებათა გადაცემაზე, ასევე სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი, ყველაზე ქვედა უსაფრთხო აბსოლუტურ სიმაღლეს.

„საავიაციო რუკების შემუშავების წესის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →