ნებისმიერი მასალა, რომლის გავრცელების დროსაც პირი მიიჩნევს ან აქვს საფუძველი მიიჩნიოს, ან განიზრახავს, რომ რაიმე ფორმით გავლენას მოახდენს რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაზე ან თანამდებობის პირზე, ან საზოგადოებრივ სეგმენტზე, მათ შორის, საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, მის მიღებას ან შეცვლაზე; ან უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებზე, პოლიტიკაზე ან უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან ან პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთობებზე. საინფორმაციო მასალა, რომელიც შეესაბამება ამ განსაზღვრებას, უნდა შეიცავდეს თვალსაჩინო მითითებას იმის თაობაზე, რომ ის ვრცელდება უცხოური პრინციპალის სახელით. საინფორმაციო მასალის გავრცელების ფორმა ან მეთოდი – ბეჭდური, ელექტრონული თუ სხვა სახით – არ ცვლის იმ გარემოებას, რომ იგი მიეკუთვნება საინფორმაციო მასალის ამ განსაზღვრებას
საინფორმაციო მასალა
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით