სახელმწიფო გრანტი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის“ კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, სააგენტოს მიერ გაცემული ფულადი სახსრები. სახელმწიფო გრანტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის: ა.ა) მცირე გრანტი – სახელმწიფო გრანტი, რომელიც გაიცემა საჯარო კონკურსის საფუძველზე და რომლის მიზანია სამოქალაქო ინიციატივის განხორციელების ხელშეწყობა და ბიუჯეტი არ აღემატება 100,000 ლარს; ა.ბ) ინსტიტუციური განვითარების გრანტი – სახელმწიფო გრანტი, რომელიც გაიცემა საჯარო კონკურსის საფუძველზე და რომლის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა და ბიუჯეტი არ აღემატება 700,000 ლარს; ა.გ) დამატებითი გრანტი – სახელმწიფო გრანტი, რომელიც გაიცემა საჯარო კონკურსის შედეგად დადებული საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების დადგენისა და აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულების მიზნის ფარგლებში დამატებითი დაფინანსების აუცილებლობის შემთხვევაში, საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებით. დამატებითი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი ბიუჯეტის 30%-ს; ა.დ) თანადაფინანსებითი გრანტი – სახელმწიფო გრანტი, რომელიც საჯარო კონკურსის გარეშე გაიცემა საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ განმცხადებელს იმავე პრიორიტეტული მიმართულებისა ან/და მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, გააჩნია საგრანტო განაცხადის მთლიანი ბიუჯეტის სულ მცირე 50%-ის თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო გრანტის ოდენობა არ აღემატება 700,000 ლარს

სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →