ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრი, რომელსაც სასამსახურო-საფრენოსნო დროის განმავლობაში, სხ-ის მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრია; ჰ13 ) საფრენოსნო ოსტატობა – ფრენის მიზნის მისაღწევად საჭირო სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ღრმა თეორიული ცოდნის, პრაქტიკული გამოცდილებისა და მითითებების გამოყენებით; ჰ14 ) საფრენოსნო სამუშაო – საფრენოსნო დავალების შესასრულებლად, ეკიპაჟის მიერ ჩატარებული სამუშაო; ჰ15 ) საფრენოსნო შემოწმება – საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის ცოდნის დონისა და პრაქტიკული მუშაობის უნარის განმსაზღვრელი პროცესი; ჰ16 ) საფრენოსნო წვრთნა – საფრენოსნო სამუშაოს ჩვევების შესაძენად ან აღსადგენად ჩატარებული საფრენოსნო შემადგენლობის სწავლების პროცესი; ჰ17 ) სახელსაწყო-სახმელეთო წვრთნის დრო – დრო, რომლის განმავლობაშიც პილოტი, მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ საწაფზე, იმიტირებულ სახელსაწყო ფრენას ამუშავებს; ჰ18 ) სახელსაწყო ფრენა – ისეთ პირობებში შესრულებული ფრენა, როცა ეკიპაჟი სხ-ის სივრცობრივ მდგომარეობასა და ადგილმდებარეობას, სრულად ან ნაწილობრივ, საპილოტაჟო და სანაოსნო ხელსაწყოების მეშვეობით განსაზღვრავს; ჰ19 ) სახელსაწყო ფრენის დრო (სახელსაწყო ნაფრენი) – დრო, რომლის განმავლობაშიც პილოტი სხ-ის მართავს ხელსაწყოების მეშვეობით, ბუნებრივი ორიენტირების გამოუყენებლად; ჰ20 ) სახელსაწყო ფრენის წესები – ის წესები, რითაც საპილოტაჟო-სანაოსნო ხელსაწყოების მეშვეობით ფრენა, საჰაერო მოძრაობის სამსახურების მხრიდან მეთვალყურეობა და სხ-ებს შორის ეშელონირების დადგენილი შუალედების უზრუნველყოფა გაითვალისწინება; ჰ21 ) სახომალდე ელექტრონული აღჭურვილობა (ავიონიკა) – სხ-ზე გამოსაყენებლად განსაზღვრული ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა, მისი ელექტრული ნაწილის ჩათვლით, მათ შორის – რადიოაღჭურვილობა, ფრენის ავტომატური მართვის სისტემა და სახელსაწყო აღჭურვილობა; ჰ22 ) საჰაერო მოძრაობა – ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე მოძრავი ყველა საჰაერო ხომალდი; ჰ23 ) საჰაერო მოძრაობის არე (რაიონი) – დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანო საკუთარ დანიშნულებას ახორციელებს; ჰ24 ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე – „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობისა“ და მოქმედი ოსტატობის აღნიშვნების (დოა-ს ჩათვლით) მფლობელი, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას; ჰ25 ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდი – „ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის მოწმობისა” და მოქმედი ოსტატობის აღნიშვნების მფლობელი, რომე ლიც უფლებამოსილია სმ მეთვალყურე-ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ განახორციელოს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება. ჰ26 ) საჰაერო ტრასა – კონტროლს დაქვემდებარებული საჰაერო სივრცე (ან მისი ნაწილი) დერეფნის სახით, რომელიც სარადიონაოსნო საშუალებებით არის აღჭურვილი; ჰ27 ) საჰაერო ხომალდი – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთმოქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთმოქმედების გამოკლებით; ჰ28 ) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი – ავიასპეციალისტები, რომელთაც საფრენოსნო დავალების შესრულებისას სხ-ის მართვისა და მომსახურების გარკვეული მოვალეობები აკისრიათ; ჰ29 ) საჰაერო ხომალდი, რომლის საექსპლუატაციოდ მეორე პილოტია საჭირო – საჰაერო ხომალდის ტიპი, რომლის საექსპლუატაციოდ, ტიპის ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიხედვით, მეორე პილოტია საჭირო; ჰ30 ) საჰაერო ხომალდის მეთაური – სხ-ის ექსპლუატანტის ან საერთო დანიშნულების ავიაციაში, სხ-ის მფლობელის მიერ მეთაურის მოვალეობების შესასრულებლად დანიშნული, ფრენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პილოტი; ჰ31 ) საჰაერო ხომალდის სახეობა – უმთავრესი მახასიათებლების საფუძველზე, სხ-ების დაყოფა, მაგ., თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, თავისუფალი აეროსტატი, დირიჟაბლი და სხვა; ჰ32 ) საჰაერო ხომალდის ტიპი – ერთი და იმავე პრინციპული აგებულების მქონე სხ-ები, მათ შორის, მათი ნებისმიერი სახეცვალება, იმის გამოკლებით, რაც საპილოტაჟო და საფრენოსნო მახასიათებლების ცვლილებას იწვევს; ჰ33 ) სერტიფიკატი – სახელმწიფოს მიერ გაცემული საბუთი, რომლითაც დასტურდება მისი მფლობელის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან; ჰ34 ) ფრენის გეგმა – დაგეგმილ მარშრუტზე ან მის ნაწილზე ან გარკვეულ რაიონში ფრენის შესასრულებლად საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაცია; ჰ35 ) ფრენის დრო (ნაფრენი): ჰ35.
სახელსაწყო ფრენისათვის მოსამზადებელი; ჰ12 ) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით