სამიმოსვლო ბილიკი (Taxiway)

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

სახმელეთო აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მიმოსვლისათვის და აეროდრომის ერთი ნაწილის მეორესთან დასაკავშირებლად განკუთვნილი გზა, მათ შორის: ჰ53.ა) სხ-ის სადგომის სამიმოსვლო ზოლი. ბაქნის ნაწილი, რომელიც აღნიშნულია როგორც ბილიკი და გამოიყენება მხოლოდ სადგომ ადგილამდე მისასვლელად; ჰ53.ბ) ბაქნის სამიმოსვლო ბილიკი. სამიმოსვლო მარშრუტის უზრუნველსაყოფად დანიშნული და ბაქანზე განლაგებული სამიმოსვლო ბილიკების სისტემის ნაწილი; ჰ53.გ) ჩქაროსნული სამიმოსვლო ბილიკი. ადზ-თან მახვილი კუთხით მიერთებული სბ, რომელიც დაფრენილ საჰაერო ხომალდს ადზ-დან იმაზე უფრო მეტი სიჩქარით გასვლის საშუალებას აძლევს, ვიდრე ეს სხვა სბ-ზეა შესაძლებელი

„საავიაციო რუკების შემუშავების წესის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →