სახმელეთო აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მიმოსვლისთვის და აეროდრომის ერთი ნაწილის მეორესთან დასაკავშირებლად განკუთვნილი ბილიკი, მათ შორის: ჰ48ა) სხ-ის სადგომზე სამიმოსვლო ზოლი – ბაქნის ნაწილი, რომელიც აღნიშნულია, როგორც ბილიკი და გამოიყენება მხოლოდ სხ-ის სადგომამდე მისასვლელად; ჰ48ბ) ბაქნის სამიმოსვლო ბილიკი – ბაქანზე განლაგებული სამიმოსვლო ბილიკების სისტემის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ბაქნის გავლით საჰაერო ხომალდის მარშრუტის უზრუნველსაყოფად; ჰ48გ) ჩქაროსნული გამყვანი სამიმოსვლო ბილიკი – ადზ-თან მახვილი კუთხით მიერთებული სბ, რომელიც დაფრენილ საჰაერო ხომალდს ადზ-დან იმაზე უფრო მეტი სიჩქარით გასვლის საშუალებას აძლევს, ვიდრე ეს სხვა სბ-ზეა შესაძლებელი, რითაც მცირდება ადზ-ს დაკავების დრო
სამიმოსვლო ბილიკი
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით