სანავიგაციო სპეციფიკაცია

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

საჰაერო ხომალდის და ეკიპაჟისთვის დადგენილი მოთხოვნების ერთობლიობა საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის ექსპლუატაციისთვის განსაზღვრულ საჰაერო სივრცეში. არსებობს ორი სახის სააერნაოსნო სპეციფიკაცია: ჰ47.ა) სანაოსნო მახასიათებლების მოთხოვნილი სპეციფიკაცია (RNP) – ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სანაოსნო სპეციფიკაცია, რაც შეიცავს მახასიათებლების შეუსრულებლობაზე გაფრთხილების გაცემაზე კონტროლის მოთხოვნას რომელიც აღინიშნება პრეფიქსით RNP, მაგალითად RNP 4, RNP APCH; ჰ47.ბ) ზონალური ნაოსნობის სპეციფიკაცია (RNAV) – ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სააერნაოსნო სპეციფიკაცია, რომელიც არ მოიცავს მოთხოვნებს მახასიათებლების დაცვის კონტროლსა და გაფრთხილებაზე, რომელიც აღინიშნება პრეფიქსით RNAV, მაგალითად RNAV 5, RNAV 1. შენიშვნა 1: სანავიგაციო სპეციფიკაციების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაცია“ (PBN) სახელმძღვანელოში (ICAO Doc 9613); შენიშვნა 2: ტერმინი RNР გამოიყენება მხოლოდ სააერნაოსნო სპეციფიკაციებთან კონტექსტში, რომელიც მოიცავს მოთხოვნებს მახასიათებლების დაცვაზე და გაფრთხილების გაცემაზე. მაგალითად, RNP4 მიეკუთვნება საჰაერო ხომალდს და საექსპლუატაციო მოთხოვნებს, მათ შორის, მოთხოვნებს დასახული ტრაექტორიის შენარჩუნებაზე გვერდით სიბრტყეში, 4 საზ. მილის სიზუსტით, საჰაერო ხომალდზე მახასიათებლების შენარჩუნების კონტროლის და გაფრთხილების გაცემის უზრუნველყოფით, რაც დეტალურადაა მოცემული სახელმძღვანელოში ICAO Doc 9613.

„საავიაციო რუკების შემუშავების წესის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →