ახალი ან არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლითაც განხორციელდა არსებული ფინანსური ინსტრუმენტის გადაფარვა ან დაფარვის პირობების ცვლილება, რაზეც არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის. აღნიშნული განპირობებულია მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით, რომელიც არ წარმოადგენს საკრედიტო რისკის კატეგორიის გაუარესების მაპროვოცირებელ ფაქტორს. მსესხებელი, საყურადღებო მოდიფიკაციის მომენტისათვის, სრულად უნდა აკმაყოფილებდეს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პირობებს. ფინანსური ინსტრუმენტის საყურადღებოდ მოდიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციიდან ამოღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საყურადღებო მოდიფიკაციიდან გასულია ერთ წელზე მეტი პერიოდი
საყურადღებოდ მოდიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტი
2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
ახალი ან არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლითაც განხორციელდა არსებული ფინანსური ინსტრუმენტის გადაფარვა ან დაფარვის პირობების ცვლილება, რაზეც არსებობს შეთანხმება მიკრობანკსა და მსესხებელს შორის. აღნიშნული განპირობებულია მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით, რომელიც არ წარმოადგენს საკრედიტო რისკის კატეგორიის გაუარესების მაპროვოცირებელ ფაქტორს. მსესხებელი, საყურადღებო მოდიფიკაციის მომენტისათვის, სრულად უნდა აკმაყოფილებდეს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პირობებს. ფინანსური ინსტრუმენტის საყურადღებოდ მოდიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციიდან ამოღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საყურადღებო მოდიფიკაციიდან გასულია ერთ წელზე მეტი პერიოდი