თანხა, რომელიც ერიცხება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შედეგად განუხორციელებელი ან არაჯეროვნად განხორციელებული საპენსიო შენატანის შესაბამისი მოცულობის თანხას, შესაბამისი საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის/განხორციელების ვადის დარღვევის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან (ჩათვლით) საპენსიო შენატანის სრულად/ჯეროვნად განხორციელების დღემდე (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საურავის დარიცხვის შეჩერებისა/შეწყვეტისა) ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დაიანგარიშება წელიწადში 365 დღეზე
საურავი
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით