მიმწოდებლის მიერ დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე) ატვირთული განცხადება თავისუფალი/დაუკავებელი სამუშაო ადგილის თაობაზე, შესასრულებელი საზოგადოებრივი სამუშაოს აღწერილობით; ვ) პროფილირება – სააგენტოს მიერ მოსარგებლის სამუშაო უნარების განსაზღვრა და საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიასთან მისადაგება; ზ) სოციალური ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება სააგენტოს, მიმწოდებელსა და მოსარგებლეს შორის, საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულების მიზნით. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თ) სოციალური გასაცემელი (შემდგომში – გასაცემელი) – საზოგადოებრივი სამუშაოების ანაზღაურება გაიცემა სოციალური გასაცემელის სახით და შეადგენს თვეში 300 (სამას) ლარს ან პროპორციულად განსაზღვრულ დღიურ გასაცემელს, რომელიც გაიცემა სახელმწიფო გასაცემლების გაცემა/დარიგებაზე უფლებამოსილ საბანკო დაწესებულებაში; ი) საზოგადოებრივი სამუშაო – ისეთი სამუშაო, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას და რომლის მიზანია ინფრასტრუქტურულ და სხვა სფეროებში საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოს შესრულება; კ) საზოგადოებრივი სამუშაოების სახეობები – საზოგადოებრივი სამუშაოს სახეობები და ჩამონათვალი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ლ) სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა – საზოგადოებრივ სამუშაოზე მოსარგებლეთა სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური წერილობითი და/ან ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მონაცემებს მოსარგებლეთა მიერ ნამუშევარი საათების შესახებ. ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ