1. ამ ქვეპროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო – ქვეპროგრამის განმახორციელებელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო;

ბ) მოსარგებლე – „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესისა“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრირებული 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის შრომისუნარიანი წევრი, რომელიც არ არის დასაქმებული ან/და რეგისტრირებული თვითდასაქმებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით;

გ) შრომისუნარიანი წევრი -  პირი,  რომელიც არ მიეკუთვნება შემდეგ კატეგორიას:

გ.ა) სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი;

გ.ბ) დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს;

გ.გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (I ჯგუფი);

გ.დ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (II ჯგუფი);

გ.ე) ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი;

გ.ვ) საპენსიო ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 60 წელი, მამაკაცი – 65 წელი);

გ.ზ) 18 წლამდე ასაკის პირი;

გ.თ)  მზრუნველობას უწევს საკუთარი ოჯახის არასრულწლოვან წევრ(ებ)ს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ(ებ)ს და/ან ხანდაზმულ(ებ)ს.

დ) მიმწოდებელი – სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მმართველობის სფეროში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ქმნის/შექმნის საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას.

ე) საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსია – მიმწოდებლის მიერ დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე) ატვირთული განცხადება თავისუფალი/დაუკავებელი სამუშაო ადგილის თაობაზე, შესასრულებელი საზოგადოებრივი სამუშაოს აღწერილობით;

ვ) პროფილირება – სააგენტოს მიერ მოსარგებლის სამუშაო უნარების განსაზღვრა და საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიასთან მისადაგება;

ზ) სოციალური  ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება სააგენტოს, მიმწოდებელსა და მოსარგებლეს შორის, საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულების მიზნით. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თ) სოციალური გასაცემელი  (შემდგომში – გასაცემელი) – საზოგადოებრივი სამუშაოების  ანაზღაურება გაიცემა სოციალური გასაცემელის სახით და შეადგენს თვეში 300 (სამას) ლარს ან პროპორციულად განსაზღვრულ დღიურ გასაცემელს, რომელიც გაიცემა სახელმწიფო გასაცემლების გაცემა/დარიგებაზე უფლებამოსილ საბანკო დაწესებულებაში;

ი) საზოგადოებრივი სამუშაო – ისეთი სამუშაო, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას და რომლის მიზანია ინფრასტრუქტურულ და სხვა სფეროებში  საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოს შესრულება;

კ) საზოგადოებრივი სამუშაოების სახეობები – საზოგადოებრივი სამუშაოს სახეობები და ჩამონათვალი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ლ) სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა – საზოგადოებრივ სამუშაოზე მოსარგებლეთა სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური წერილობითი და/ან ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს  მონაცემებს მოსარგებლეთა მიერ ნამუშევარი საათების შესახებ. ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

მ) საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის თავის არიდება -  თუ მოსარგებლე ერთი თვის განმავლობაში არ გამოცხადდება საზოგადოებრივ სამუშაოზე, შეწყდება სოციალური ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარმოადგენს გაცდენილი პერიოდის საპატიოდ ჩათვლის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ნ) თვითდასაქმებული – ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის ფიზიკური პირი, რომელიც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით არის აქტიური სტატუსის მქონე  რეგისტრირებული  ინდივიდუალური მეწარმე, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ან მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირი;

ო) დასაქმებული – ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის ფიზიკური პირი, რომელსაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაში წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) უფიქსირდება ხელფასი.

2. ამ ქვეპროგრამაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ წესში და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებულ წესშია მითითებულ