1. სააგენტო:
ა) უზრუნველყოფს მოსარგებლის პროფილირებას;
ბ) უზრუნველყოფს მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიის, შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობის ანალიზს;
გ) უზრუნველყოფს არსებულ საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიებზე მოსარგებლის შერჩევას, მიმწოდებელთან დაკავშირებას და საზოგადოებრივ სამუშაოში ჩართვას;
დ) უზრუნველყოფს ყველა მოსარგებლისთვის საზოგადოებრივი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ეკიპირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სამუშაო იარაღების შესყიდვას;
ე) უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას პოტენციური მოსარგებლეებისა და მიმწოდებლებისთვის;
ვ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის მოსარგებლეებზე გასაცემელის გაცემის ადმინისტრირებას;
ზ) უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში ქვეპროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს;
თ) უფლებამოსილია, გამოიყენოს როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე – მიიღოს/დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები;
ი) პროფილირების ეტაპზე უზრუნველყოფს ისეთი შრომისუნარიანი წევრის იდენტიფიცირებას, რომელიც მზრუნველობას უწევს საკუთარი ოჯახის არასრულწლოვან წევრ(ებ)ს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ(ებ)ს და/ან ხანდაზმულ(ებ)ს;
კ) უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს პროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი;
ლ) სააგენტო ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიშს აწვდის სამინისტროს კვარტალურად;
მ) პროგრამის ადმინისტრირების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სოციალური სააგენტო):
ა) უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებში მოსარგებლეთა იდენტიფიცირებას და ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებას, რაც მოიცავს:
ა.ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული შრომისუნარიანი წევრების იდენტიფიცირების მიზნით მონაცემების შედარებას კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოებულ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა ბაზასთან;
ა.ბ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული შრომისუნარიანი წევრების მონაცემების შედარებას სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან (მათ შორის ე.წ. თვითდასაქმებულთა ბაზასთან) და დაუსაქმებელ და შემოსავლის არმქონე მოსარგებლეთა შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებას;
ბ) სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსარგებლეებზე უკვე არსებული საბანკო ანგარიშების იდენტიფიცირებას ან ახალი ანგარიშების გახსნას სახელმწიფო გასაცემლების გაცემა/დარიგებაზე უფლებამოსილ საბანკო დაწესებულებაში;
გ) სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსარგებლეზე სოციალური გასაცემლის გადარიცხვას შესაბამის მომსახურე საბანკო დაწესებულებაში;
დ) სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო სხვა საკითხების დარეგულირებას.
3. სოციალური სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს სააგენტოს მიერ მიწოდებული მონაცემების/ინფორმაციის სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
4. მიმწოდებელი
ა) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სამუშაოს შექმნას;
ბ) არეგისტრირებს საზოგადოებრივ სამუშაოს ვაკანსიას დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე);
გ) სააგენტოდან შესაბამის საზოგადოებრივ სამუშაოს ვაკანსიაზე წარდგენილ მოსარგებლეს უფორმებს სოციალურ ხელშეკრულებას;
დ) აწარმოებს ყოველდღიურ სამუშაო დროის აღრიცხვის ფურცელს (შემდგომში – ტაბელი) და უზრუნველყოფს სააგენტოსთვის მიწოდებას ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა, რომლის საფუძველზეც სააგენტო უზრუნველყოს გასაცემელის გადახდას იმავე თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა. სამუშაო დროის აღრიცხვის ფურცელზე მოცემული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი ;
ე) ორგანიზებას უწევს შეთავაზებულ საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიაზე მოსარგებლის ჩართვის, მისი ეკიპირების, საჭიროების შემთხვევაში კი, სამუშაო იარაღებით უზრუნველყოფას;
ვ) ახორციელებს მოსარგებლის მიერ საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულების მონიტორინგს;
ზ) მოსარგებლის მიერ სამუშაოს არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოფს სააგენტოს ინფორმირება