1. ღონისძიების დაფინანსებისთვის მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, კომისია, განიხილავს თითოეულ მიმწოდებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და ხარჯთაღრიცხვას გონივრული მისადაგების ფარგლებში.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება მიმწოდებლის მიერ ხდება სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე და ამავე ხელშეკრულებით დარეგულირებული პირობებით.
3. სტაჟირების შემთხვევაში, სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია, ამასთან, სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თვეში 200 ლარით ერთ მოსარგებლეზე, დისტანციურის სტაჟირების შემთხვევაში თვეში 100 ლარით ერთ მოსარგებლეზე:
ა) ღონისძიებით ანაზღაურდება ერთი მოსარგებლისთვის მომსახურებისა და/ან სტაჟირების მხოლოდ ერთი კურსი;
ბ) ვაუჩერის ანაზღაურების პირობები:
ბ.ა) ღონისძიების ფარგლებში ანაზღაურებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მისთვის ვადის დაცვით წარდგენილი ვაუჩერი. ძალადაკარგული ვაუჩერის საფუძველზე მომსახურების მიწოდების შემთხვევაში – ეს მომსახურება სააგენტოს მიერ არ ანაზღაურდება;
ბ.ბ) მიმწოდებელს, სააგენტოსთან შეუთანხმებლად, უფლება არ აქვს, უარი უთხრას მოსარგებლეს მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით მითითებული ვადის დაცვით წარდგენილი მატერიალიზებული ვაუჩერის მიღებასა და გათვალისწინებულ მომსახურების მიწოდებაზე. სტაჟირების გასავლელად ვადის დაცვით წარდგენილი საგზურის შემთხვევაში, მიმწოდებელი 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების კონკრეტული მოსარგებლისთვის მიწოდების თაობაზე.
გ) დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული მომსახურების და/ან სტაჟირების მიღებასთან დაკავშირებული ისეთი ვალდებულების დაწესება, რომლის შესრულება პირდაპირ ან ირიბად ფინანსურ ტვირთად დააწვება მოსარგებლეს;
დ) თუ მოსარგებლე ვერ დაასრულებს სტაჟირებას მისგან დამოუკიდებელი, ან საპატიო მიზეზით, მაშინ, სააგენტო, მიმწოდებელთან შეთანხმებით, უფლებას აძლევს მოსარგებლეს, დაასრულოს სტაჟირება, თუ მოსარგებლე განცხადებით მიმართავს სააგენტოს;
ე) ღონისძიების ფარგლებში სტაჟირების გავლა შეუძლიათ სააგენტოში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს, მათ შორის გასულ წლებში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს;
ვ) სტაჟირების გასავლელად სამუშაოს მაძიებელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, გასულ წლებში, არსებობის შემთხვევაში, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);
ზ) სტაჟიორი, რომლის საკვალიფიკაციო მონაცემები მისაღებია დამსაქმებლისათვის, კვალიფიკაციას აიმაღლებს შესაბამის კერძო დაწესებულების ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ პოზიციაზე;
თ) სტაჟირების მიზნით სამუშაოს მაძიებელთა შერჩევა და გაგზავნა ხდება დამსაქმებელთან შეთანხმებით, ამასთან, სტაჟირებით სარგებლობის თაობაზე, სააგენტოსთან შეთანხმებით, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმწოდებელი მოსარგებლის გაგზავნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში;
ი) ერთ პოზიციაზე მიმწოდებელს შეუძლია აიყვანოს არაუმეტეს სამი სტაჟიორი;
კ) სტაჟირების დასრულების შემდგომ დამსაქმებელი შერჩევის საფუძველზე უფორმებს შრომით ხელშეკრულებას მინიმუმ ერთ სტაჟიორს, არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ) ამ ღონისძიების მიზნებისათვის, სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა და ტარდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
მ) სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება დამსაქმებელთან შეთანხმებით და იგი არ აღემატება 6 (ექვს) კალენდარულ თვეს;
ნ) სტაჟირების პერიოდში სტაჟიორის მხრიდან არაკეთილსინდისიერად მოქცევის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს ამის თაობაზე სააგენტოს;
ო) სტაჟიორი ვალდებულია შეინახოს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია მისი მოვალეობები და რომელიც შეიცავს დამსაქმებლის შეფასებას. ეს შეფასება ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმებული შეფასების კრიტერიუმით და ეხება სტაჟიორის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
პ) სტაჟირების პერიოდში განხორციელებული მეთვალყურეობისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევების, სტაჟიორისა და დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქცევის შემთხვევაში, ასევე დამსაქმებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს სტაჟიორისათვის სახელმწიფო სტიპენდიის გაცემ