ა) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ამოცანებია:
ა.ა) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ღონისძიების განხორციელების დაგეგმვა;
ა.ბ) განხორციელებისათვის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა;
ა.გ) ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების საფუძველზე შესაბამისი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების განმახორციელებელ დაწესებულებებთან ხელშეკრულებების გაფორმება;
ა.დ) სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების გამოვლენა – შერჩევის (ინდივიდუალური პროფესიული კონსულტაციის) საფუძველზე, რომლებსაც ესაჭიროებათ პროფესიული მომზადება ან/ და პროფესიული გადამზადება.
ბ) კვალიფიკაციის ამაღლების (სტაჟირების) ამოცანებია:
ბ.ა) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში რეალურ სამუშაო გარემოში სწავლების (სტაჟირების) ორგანიზება;
ბ.ბ) დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე სტაჟირებაში ჩართული სამუშაოს მაძიებლების სახელმწიფო სტიპენდიით უზრუნველყოფ