1. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების აქტივობის ფარგლებში, მიმწოდებელი განსაზღვრულია დანართი №2-ის მე-5 მუხლის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, ხოლო სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირება შეუძლია დამსაქმებელს, რომელსაც გააჩნია რეალური და/ან პოტენციური ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილი.
2. სტაჟირების შემთხვევაში, მიმწოდებლად რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირების მომენტისათვის დამსაქმებელს გააჩნია ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილი/ადგილები, ან/და მზადაა, მიიღოს სტაჟირების მსურველი სამუშაოს მაძიებლები დასაქმების მიზნით, სტაჟირების დასრულების შემდგომ, კონკურენციის საფუძველზე, დაასაქმოს მის მიერ შერჩეული სტაჟიორ(ებ)ი ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ ადგილებზე.
3. ღონისძიებით გათვალისწინებულ, რომელიმე პროფესიაში მიმწოდებელი წარუდგენს სააგენტოს მოთხოვნილ დოკუმენტებს და ავსებს მიმწოდებლად დადასტურების განცხადებას.
4. მიმწოდებლად დადასტურების განცხადება გულისხმობს მიმწოდებლის თანხმობას, დაექვემდებაროს მიწოდებულ მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და მონიტორინგის წესებსა და პროცედურებს, რომელთაც განსაზღვრავს სააგენტო.
5. პირი ითვლება მიმწოდებლად სააგენტოსა და მიმწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ვალდებულება უნდა განესაზღვროს მიმწოდებელს, რომ ლიკვიდაციისა და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.
6. მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს, თუ მიმწოდებელი შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს, ამასთან, მიმართვის მომენტისათვის მიმწოდებელს სრული მოცულობით აქვს მიწოდებული მომსახურება (სტაჟირება) ჩარიცხული მოსარგებლეებისათვის და ამ პროცესთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურები დასრულებულია.
7. სააგენტო უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან ღონისძიების განხორციელების ვადის ამოწურვამდე, თუ:
ა) მიმწოდებელი არ ასრულებს ხელშეკრულების პირობებს ან/და უარს ამბობს, დაექვემდებაროს მიწოდებული მომსახურების მეთვალყურეობისა და მონიტორინგის წესებსა და პროცედურებს;
ბ) სააგენტოსთვის ცნობილი გახდა:
ბ.ა) პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შესახებ;
ბ.ბ) მიმწოდებლის ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე;
ბ.გ) მიწოდებული არადამაკმაყოფილებელი მომსახურების ან სხვა დარღვევების თაობაზე, რაც დასტურდება მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.
8. სააგენტო ვალდებულია წერილობითი ფორმით აცნობოს სამინისტროს მიმწოდებლად რეგისტრირებული პირის მიმწოდებლად რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის