1. ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების აუცილებელი პირობა არის:
ა) სამუშაოს მაძიებლის მიერ „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად უფლებამინიჭებული პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილება.
ბ) თანაბარ პირობებში არსებობისას, ღონისძიებით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ:
ბ.ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით;
ბ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ბ.გ) იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს;
ბ.დ) სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;
ბ.ე) დაბრუნებულ მიგრანტებს, რომელთა დაბრუნებიდანაც არ არის გასული 1 წელზე მეტი;
ბ.ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს;
ბ.ზ) „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აქტებით მსჯავრდებულ პირებს, აგრეთვე ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს“;
ბ.თ) სსიპ – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარები;
ბ.ი) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებსა და ასევე, სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ პირებს;
ბ.კ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს;
ბ.ლ) ქალებს;
ბ.მ) არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან და სრულწლოვან 21 წელს მიუღწეველ პირებს;
ბ.ნ) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს;
ბ.ო) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს;
ბ.პ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პროფესიული კვალიფიკაცია;
ბ.ჟ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს;
ბ.რ) ეთნიკურ უმცირესობებს;
ბ.ს) ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს;
ბ.ტ) სამუშაოს მაძიებლებს, რომლებსაც არ მიუღიათ გასულ წლებში ამ ღონისძიებაში მონაწილეობა;
ბ.უ) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს;
ბ.ფ) სამუშაოს მაძიებლებს, რომლებიც ღონისძიების განხორციელების პერიოდში არ არიან დაქირავებით დასაქმებულები ბოლო 1 წლის განმავლობაში;
ბ.ქ) სამუშაოს მაძიებლებს, რომლებიც არიან დაქირავებით დასაქმებულები და მათი შემოსავალი არ აღემატება საარსებო მინიმუმის გაორმაგებულ ოდენობას;
ბ.ღ) მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს.
გ) თანაბარ პირობებში არსებობისას, კვალიფიკაციის ამაღლების (სტაჟირების) ღონისძიებით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ ახალგაზრდებს.
2. განსაზღვრული მომსახურების მისაღებად სამუშაოს მაძიებელი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში და ღონისძიებაში ჩართვისთვის გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია.
3. სამუშაოს მაძიებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, ღონისძიებით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა, რომლებიც უნდა ჩაერთონ პროფესიული მომზადების ან/და პროფესიული გადამზადების ღონისძიებაში, დამატებითი სერვისის მომსახურებისთვის თან უნდა იქონიონ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (შშმ პირის შემთხვევაში – სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა №50/II (ასლი)), ხოლო სსსმ პირის შემთხვევაში – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნ