შეფუთვის ოპერაციის დასრულებული პროდუქტი, რომელიც შედგება გადაზიდვისთვის მომზადებული ტარისგან, მსხვილგაბარიტიანი ტარისგან ან ნაყარი ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერისა და მისი შიგთავსისგან. აღნიშნული ტერმინი ვრცელდება მოცემული პუნქტისთვის განსაზღვრული აირების შესანახ ჭურჭლებზე, ასევე ნაკეთობებზე, რომლებიც, მათი ზომიდან, მასიდან ან კონფიგურაციიდან გამომდინარე, შეიძლება გადაზიდულ იქნეს შეუფუთავი სახით ან ჩარჩოებში, გისოსებსა თუ ტვირთის დასამუშავებელ მოწყობილობებში. რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვის გარდა, აღნიშნული ტერმინი არ ვრცელდება იმ ტვირთებზე, რომელთა გადაზიდვაც ხორციელდება ნაყარი ტვირთის სახით, ასევე ცისტერნებით გადაზიდულ ნივთიერებებზე
სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე