შემსყიდველი ორგანიზაცია

3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საჯარო შესყიდვის განმახორციელებელი პირი/ორგანო (გარდა პოლიტიკური პარტიისა, პროფესიული კავშირისა, რელიგიური ორგანიზაციისა): გ.ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანო; გ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ამ პუნქტის „გ.გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს არ აკმაყოფილებს); გ.გ) პირი (გარდა საწარმოსი) ან ორგანო, რომელიც: გ.გ.ა) შემსყიდველმა ორგანიზაციამ საჯარო მიზნის მისაღწევად შექმნა (დააფუძნა) და რომელსაც სამეწარმეო (კომერციული) ხასიათი არ აქვს; გ.გ.ბ) აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: გ.გ.ბ.ა) დაფინანსების ნახევარზე მეტს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან; გ.გ.ბ.ბ) ექვემდებარება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლს; გ.გ.ბ.გ) ჰყავს მმართველი ორგანო ან სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრთა ნახევარზე მეტს შემსყიდველი ორგანიზაცია ნიშნავს; გ.დ) საწარმო, რომელზედაც შემსყიდველი ორგანიზაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა: გ.დ.ა) შემსყიდველი ორგანიზაცია ამ საწარმოში კაპიტალის ნახევარზე მეტს ფლობს; გ.დ.ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია ამ საწარმოში ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს ფლობს; გ.დ.გ) შემსყიდველი ორგანიზაცია ამ საწარმოში თანამდებობაზე ნიშნავს მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს

ON PUBLIC PROCUREMENT · მუხლი 3

ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ · მუხლი 3

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს უფლება, განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვა

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 3

ყველა ტერმინი →