საერთო დრო, მზიდი ხრახნის დატრიალების დაწყებიდან (აფრენის მიზნით) ხრახნების სრულ შეჩერებამდე; ჰ36 ) ღამე – დროის მონაკვეთი, საღამოს სამოქალაქო ბინდის დამთავრებიდან დილის სამოქალაქო ბინდის დაწყებამდე, ან დროის სხვა ისეთი მონაკვეთი მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის, რომელსაც უფლებამოსილი ორგანო დაამტკიცებს. შენიშვნა: სამოქალაქო ბინდი მთავრდება საღამოთი, როცა მზის დისკოს ცენტრი ჰორიზონტის დაბლა 60 -ზეა, და იწყება დილით, როცა მზის დისკოს ცენტრი ჰორიზონტის დაბლა 60 -ზეა. ჰ37 ) შეგირდი – ეკიპაჟის წევრი, რომელიც ინსტრუქტორის ზედამხედველობით მწყობრში შესვლის პროგრამას გადის; ჰ38 ) შემმოწმებელი (საფრენოსნო) – ავიასპეციალისტი, რომელიც კონკრეტულ სხ-ზე საინსტრუქტორო ფრენაზეა დაშვებული და ეკიპაჟის შემადგენლობაში შეყვანილია მისი წევრ(ებ)ის შემოწმების ან წვრთნის მიზნით; ჰ39 ) შეცდომა – პირის ან პირთა ჯგუფის ისეთი ქმედობა, რაც მათი ან ორგანიზაციის ჩანაფიქრს, მოლოდინს არ შეესაბამება; ჰ40 ) შეცდომების/მუქარის ფაქტორების კონტროლი – შეცდომის/მუქარის ფაქტორის გამოვლენისა და მასზე ისეთი ზომებით რეაგირების პროცესი, რომლებიც აღმოფხვრის ან ამცირებს შეცდომის/მუქარის ფაქტორის შედეგებს, აგრეთვე, ამცირებს შემდგომი შეცდომის/მუქარის ფაქტორის ან საჰაერო ხომალდის არასასურველი მდგომარეობის ალბათობას. შენიშვნა. სხ-ის არასასურველი მდგომარეობის აღწერა განსაზღვრულია იკაო-ს ოფიციალური გამოცემა – „სააერნაოსნო მომსახურების წესები. პერსონალის მომზადება“, თავი 3, დამატება D. ჰ41 ) შვეულმფრენი – ჰაერზე უფრო მძიმე სხ, რომელიც ძალური დანადგარის მეშვეობით, დაახლოებით ვერტიკალურ ღერძზე მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის მიერ წარმოქმნილი ნაკადის რეაქციის წყალობით ინარჩუნებს ატმოსფეროში მდებარეობას; ჰ42 ) ჩიკაგოს კონვენცია – ჩიკაგოში (აშშ) 1944 წელს ხელმოწერილი კონვენცია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“, რომელსაც საქართველო 1993 წელს მიუერთდა; ჰ43 ) ხარისხის კონტროლის სისტემა – დოკუმენტურად გაფორმებული საორგანიზაციო პროცედურები და პრინციპები, შიდა აუდიტი, მმართველობის სისტემის მიმოხილვა და ხარისხის გასაუმჯობესებელი რჩევების გაცემა
შვეულმფრენის
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით