სმმ-ს დაკვირვების სისტემა

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება მაუწყებლობის რეჟიმში (ADS-B), პირველადი მიმოხილვითი რადიოლოკატორი (PSR), მეორეული მიმოხილვითი რადიოლოკატორი ან საჰაერო ხომალდების ამოსაცნობი სხვა რომელიმე მსგავსი სახმელეთო სისტემა. შენიშვნა: მსგავს სახმელეთო სისტემას წარმოადგენს სისტემა, რომელიც შედარებითი შეფასების შედეგად ან სხვა მეთოდით აჩვენებს, რომ მის მიერ უზრუნველყოფილი ფრენის უსაფრთხოების დონე და მახასიათებლები შეესაბამება ან აღემატება მონოიმპულსური მმრლ-ის (მეორეული მიმოხილვითი რადიოლოკატორის) ანალოგიურ მაჩვენებელს.

„საავიაციო რუკების შემუშავების წესის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს ADS-B, PSR, SSR სისტემას ან სხვა შესატყვის სახმელეთო სისტემას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საჰაერო ხომალდის ამოცნობა. შენიშვნა: შესატყვისი სახმელეთო სისტემა წარმოადგენს სისტემას, რომლის შედარებით ან სხვა მეთოდოლოგიით შეფასებით დადგინდა, რომ მას გააჩნია უსაფრთხოების ისეთივე დონე და ისეთივე მახასიათებლები, როგორც მონოპულსურ მმრლ-ს ან მასზე უკეთესი.

„საავიაციო რუკების შემუშავების წესის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →