სერიული წარმოების საფრენი აპარატი ერთი ან ორი სავარძლით, აღჭურვილი ერთი ძრავით და დამატებით აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ლ.ა) ზსხ-ის მაქსიმალური მასა აღემატება არაუმეტეს 600 კგ-ს – ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას და 650 კგ-ს – წყლის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას; ლ.ბ) ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე – არაუმეტეს 117 კვტ; ლ.გ) მე-2 კლასის ზსხ-ის შემთხვევაში, უმართავი ვარდნის სიჩქარე (VS0) – არაუმეტეს 45 კვანძი (83 კმ/სთ) შესწორებული ფრენის სიჩქარე. შენიშვნა: ამ ტერმინის ფარგლებში ექცევა ის საფრენი აპარატი, რომლის მაქსიმალური მასა, ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე ან მე-2 კლასის ზსხ-ის შემთხვევაში, უმართავი ვარდნის სიჩქარე (VS0) აღემატება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებით დამტკიცებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის“ მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით დადგენილ მნიშვნელობებს.
სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი (ULM-S)
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით