სტანდარტი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

სტანდარტი – უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს საქონლის, მასთან დაკავშირებული პროცესების და წარმოების მეთოდებისათვის, რომელთა დაცვა სავალდებულო არ არის. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · მუხლი 4

ყველა ტერმინი →