ტელესკოპური ტრაპი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

დერეფანი მიწის ზედაპირზე, მის ქვემოთ ან ზემოთ, რომელიც აკავშირებს საჰაერო ხომალდების სადგომს და აეროპორტის ტერმინალის შენობას; ჰ​34) ტვირთი – საჰაერო ხომალდით გადასაზიდი ნებისმიერი ქონება, გარდა ფოსტის, საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, საბარგო ნაკვეთურებით გადასაზიდი ბარგისა და შეცდომით მიწოდებული ბარგისა; ჰ​35) ტრანზიტული მგზავრი/ბარგი – მგზავრი/ბარგი, რომელიც დაფრენის შუალედური აეროპორტიდან მგზავრობას/გადაზიდვას აგრძელებს იმავე საჰაერო ხომალდით, რომლითაც ჩამოფრინდა/გადაიზიდა; ჰ​36) ტრანსფერული მგზავრი/ბარგი – მგზავრი/ბარგი, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტში აღნიშნულ დაფრენის შუალედურ აეროპორტში მგზავრობის გასაგრძელებლად უნდა გადაჯდეს/გადაიტვირთოს ერთი ფრენიდან მეორეზე; ჰ​37) ტრანსფერული ტვირთი/საფოსტო გზავნილი – ტვირთი/საფოსტო გზავნილი, რომელიც შუალედურ აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ, დანიშნულების აეროპორტში გაგზავნის მიზნით, გადაიტვირთება ერთი საჰაერო ხომალდიდან მეორეზე

მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →