უდისციპლინო მგზავრი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

მგზავრი, რომელიც საჰაერო ხომალდის აფრენამდე კარების დახურვის მომენტიდან, დაფრენის შემდგომ მის გახსნამდე ახორციელებს შემდეგ ქმედებებს: ჰ38.ა) თავდასხმას, დაშინებას, მუქარას ან ნებისმიერ ქმედებას, რითაც არღვევს დადგენილ წესრიგს ან საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდზე მყოფ პირთა უსაფრთხოებას ან ქონებას; ჰ38.ბ) თავდასხმას, დაშინებას, მუქარას ან ქმედებას, რომელიც ხელს უშლის ეკიპაჟის წევრებს თავისი საქმიანობის განხორციელებაში ან ზღუდავს მათ შესაძლებლობას, სათანადოდ განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა; ჰ38.გ) განზრახ ან გაუფრთხილებლობის შედეგად საჰაერო ხომალდის ან მისი აღჭურვილობის ან დამხმარე კონსტრუქციების დაზიანებით არღვევს დადგენილ წესრიგს ან საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს და მასზე მყოფ პირებს; ჰ38.დ) განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდს; ჰ38.ე) არ ემორჩილება ბრძანებებს ან მითითებებს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, მოწესრიგებული ფრენების განხორციელებას. ჰ​39) საფოსტო გზავნილი – მსოფლიო საფოსტო კავშირის მოთხოვნების შესაბამისად, საფოსტო სამსახურების მიერ გაგზავნილი და მათთვის განკუთვნილი საფოსტო გზავნილები და სხვა ნივთები

მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →