ნებისმიერი ფინანსური ანგარიში: ზ.ა) რომელიც გახსნილია 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ფიზიკური პირის/სუბიექტის მიერ; ზ.ბ) რომელიც გახსნილია 2023 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში ფიზიკური პირის/სუბიექტის მიერ და თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები: ზ.ბ.ა) ფინანსური ანგარიშის მფლობელი ანგარიშვალდებულ ფინანსურ ინსტიტუტში (ან მასთან დაკავშირებულ სუბიექტში, რომელიც ასევე ანგარიშვალდებული ფინანსური ინსტიტუტია) უკვე ფლობდა ამ პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშს; ზ.ბ.ბ) ფინანსურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის მიმართ სავალდებულოა AML/KYC პროცედურების განხორციელება, ანგარიშვალდებული ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია დაეყრდნოს „ზ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უკვე არსებული ანგარიშის მიმართ განხორციელებულ AML/KYC პროცედურებს; ზ.ბ.გ) სტანდარტით დადგენილი ცოდნის მოთხოვნებისა და ანგარიშის მფლობელის ფინანსურ ანგარიშზე არსებული ნაშთის ან/და ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის, ფინანსური ინსტიტუტი ამ პუნქტის „ზ.ა“ და „ზ.ბ.ა“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშებს განიხილავს ერთობლივად, როგორც ერთიან ფინანსურ ანგარიშს; ზ.ბ.დ) ფინანსური ანგარიშის გახსნა არ საჭიროებს ანგარიშის მფლობელის მიერ მასთან დაკავშირებით ახალი, დამატებითი ან/და შეცვლილი ინფორმაციის მიწოდებას, გარდა ამ ბრძანებით და სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციისა
უკვე არსებული ანგარიში
2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
ნებისმიერი ფინანსური ანგარიში, რომელიც გახსნილია 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ფიზიკური პირის/სუბიექტის მიერ