უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პერსონალი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ავიასაწარმოს პერსონალი, რომელიც ჩართულია საავიაციო საქმიანობაში და გააჩნია საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტყობინების შესაძლებლობა; შენიშვნა: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პერსონალი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრს, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალს, საჰაერო ხომალდის დამპროექტებელ და დამამზადებელ პერსონალს, საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მომსახურების პერსონალს, სააეროდრომო უზრუნველყოფის პერსონალს.

„უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →