ვერტოდრომის გამოცხადებული მანძილები: ჰ21ა) ასაფრენად არსებული მანძილი (TODAH)

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არის (FATO) სიგრძეს დამატებული დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლი (თუ გათვალისწინებულია), რომელიც გამოცხადებულია როგორც გამოსადეგი და შესაფერისი შვეულმფრენის მიერ აფრენის დასასრულებლად; ჰ21ბ) შეწყვეტილი აფრენისთვის არსებული მანძილი (RTODAH) – დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არის (FATO) სიგრძე, რომელიც გამოცხადებულია როგორც გამოსადეგი და შესაფერისი იმ შვეულმფრენის შეწყვეტილი ფრენის დასასრულებლად, რომელიც ფრენას ახორციელებს 1-ლი კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად; ჰ21გ) დასაფრენად არსებული მანძილი (LDAH) – დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არის (FATO) სიგრძეს დამატებული ნებისმიერი დამატებითი არე, რომელიც გამოცხადებულია როგორც გამოსადეგი და შესაფერისი შვეულმფრენების მიერ დაფრენის მანევრის დასასრულებლად, დადგენილი სიმაღლიდან

ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →