საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის ერთობლივი ბრძანება №2-7 – №33 საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარიული დაცვის წესების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- „ტექნიკური რეგლამენტის − „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- ტექნიკური რეგლამენტის – თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და თუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება
- სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიან საქართველოს მინისტრის ბრძანება
- სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „საქართველოს ტერიტორიის სანიტარული დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.130.000.22.032.014.140
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №2-7 – №33
2010 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარიული დაცვის წესების დამტკიცების თაობაზე
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარიული დაცვის წესები თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი: №1, №2, №3, №4).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
კ. ბაინდურაშვილი
საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარიული დაცვის წესები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ტერიტორიის დაცვა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმებისაგან ხორციელდება „მცენარეთა დაცვის „საერთაშორისო კონვენციის, „სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ“ შეთანხმების, სხვა საერთაშორისო შეთანხმებების, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ და „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონების, ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების ISPM (შემდგომში – ფზსს) ძირითადი მარეგულირებელი დებულებებით.
2. საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარული დაცვა მოიცავს:
ა) საქართველოს ტერიტორიის დაცვას საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან;
ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე მცენარეთა დაცვის ადეკვატური ღონისძიებების გატარებას განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების ან ლოკალიზაცია/ლიკვიდაციისათვის.
3. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში ხორციელდება „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987-№2-184 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების და ამ წესების შესაბამისად.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) გაუსნებოვნება – დეზინსექციის, დეზინფექციისა და დერატიზაციის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია მავნებლების, მცენარეთა დაავადებებისა და მღრღნელების წინააღმდეგ;
ბ) დამუშავება – მავნე ორგანიზმის განადგურების, ინაქტივაციის, მოშორების, სტერილიზაციის ან დევიტალიზაციის პროცედურები;
გ) დასნებოვნება – საქონელში ცოცხალი ორგანიზმის არსებობა, რომელიც მავნეა მცენარისათვის ან მცენარეული პროდუქტისათვის. დასნებოვნება ასევე მოიცავს ინფიცირებას;
დ) თავისუფალი ზონა – ზონა, რომელშიც მავნე ორგანიზმის არარსებობა მეცნიერულად არის დასაბუთებული;
ე) მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი (საქონელი, მინდორი ან წარმოების ადგილი) – მავნე ორგანიზმების (ან კონკრეტული მავნე ორგანიზმის) იმ რაოდენობებისაგან თავისუფალი, რომელთა აღმოჩენაც ფიტოსანიტარიული პროცედურების გამოყენებითაა შესაძლებელი;
ვ) მარკირება – რეგულირებად ობიექტზე არსებული საერთაშორისოდ აღიარებული ოფიციალური ბეჭედი ან დამღა, რომელიც ადასტურებს მის ფიტოსანიტარიულ სტატუსს;
ზ) საკარანტინო ზონა – ზონა, სადაც არსებობს საკარანტინო მავნე ორგანიზმი და მიმდინარეობს ოფიციალური ბრძოლა მის წინააღმდეგ;
თ) ფუმიგაცია – საქონლის დამუშავება მთლიანად ან ძირითადად გაზისებურ მდგომარეობაში გადაყვანილი ქიმიური ნივთიერებებით;
ი) ხის შესაფუთი მასალები – ხე ან ხის ნაწარმი (ქაღალდის ნაწარმის გარდა), გამოყენებული საქონელის დასაფიქსირებლად, დაცვისა და შეფუთვისათვის (სამაგრი ხის ჩათვლით);
კ) წერტილოვანი სინჯი – კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის მცირე რაოდენობა, რომელიც პარტიისაგან აიღება ერთიანი სინჯის შედგენისათვის;
ლ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – სასაზღვრო საბაჟო ორგანო (გარდა „სასაზღვრო საბაჟო ორგანოები, რომელთა გავლითაც არ უნდა მოხდეს სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1777-2-226-323/ნ ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სასაზღვრო საბაჟო ორგანოებისა), სხვა საბაჟო კონტროლის ზონა, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ვეტერინარული კონტროლი ან/და ფიტოსანიტარიული კონტროლი, უცხო ქვეყნიდან საქართველოში შემოსული ან უცხო ქვეყანაში საქართველოდან გასატანი კონტროლის ობიექტების მიმართ.
მუხლი 3. გამოყენების სფერო
1. ფიტოსანიტარიულ ღონისძიებებს ექვემდებარება:
ა) „ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №2-9 ბრძანებით განსაზღვრული პროდუქცია, მასალა და ობიექტები;
ბ) შენობები და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც ხდება ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მასალების დასაწყობება, გადამუშავება, გამოყენება და რეალიზაცია;
გ) სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და სხვა დანიშნულების მიწები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამშვები პუნქტების 3-5 კმ რადიუსის ფარგლებში მიმდებარე მიწები.
2. საქართველოში იმპორტის შემთხვევაში ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტები, საბაჟო კონტროლის ზონაში, ექვემდებარება აუცილებელ დოკუმენტურ და იდენტურობის შემოწმებას, ხოლო მონიტორინგის გეგმის მიხედვით – ფიზიკურ შემოწმებასა და ნიმუშების აღებას ლაბორატორიული შემოწმებისათვის. საჭიროებისამებრ მეორად შემოწმებას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური) გამოყენების ადგილებში.
3. ნიმუშების აღება ხორციელდება ამ წესისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 4. საქართველოში ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების შემოტანის წესი
1. საქართველოს ტერიტორიაზე ფიტისანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი შემოიტანება შესაბამისი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების გავლით.
2. იმპორტირებული ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის და ობიექტის შემოტანა ხდება სამსახურის მიერ გაცემული ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვაში დადგენილი პირობების შესაბამისად.
3. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია:
ა) საკარანტინო ორგანიზმებით დასნებოვნებული ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის და ობიექტის შემოტანა;
ბ) მცენარეთა დაავადებების გამომწვევების – სოკოების ცოცხალი კულტურების, ბაქტერიების, ვირუსების, ასევე მცენარეთა დაზიანებების გამომწვევი მწერების, ტკიპების და ნემატოდების შემოტანა, გარდა სამეცნიერო მიზნებით სამსახურთან შეთანხმებით შემოტანილისა.
მუხლი 5. საქართველოში იმპორტირებული ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების ფიტოსანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის წესი
1. საბაჟო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის შემდეგ ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის და ობიექტის გამოყენების ადგილზე შემოწმების შესახებ.
2. პროდუქციის, მასალის, ობიექტის შემოწმებისას (სიჯანსაღის შემოწმებისას) ნიმუშების აღება ხდება ამ წესების შესაბამისად. აუცილებლობისას ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის და ობიექტის ცალკეული პარტიებიდან შესაძლებელია დამატებითი ნიმუშების აღება. ანალიზისათვის აღებული ნიმუშები და გამოვლენილი საკარანტინო ორგანიზმები ილუქება, ხდება მისი დანომვრა და იგზავნება ლაბორატორიაში იდენტიფიკაციისათვის.
3. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის და ობიექტის გაუსნებოვნების ან გაწმენდის, ინფიცირებული ნაწილების მოშორების პროცედურები სასაზღვრო საკარანტინო ზონებში ტარდება საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელების საფრთხის არსებობისას, ეფექტურობის შემთხვევაში.
4. გაუსნებოვნების შემდეგ ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტები მოწმდება გაუსნებოვნების ეფექტურობაზე.
5. საქართველოს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ჩამოსული მგზავრები, საჰაერო ხომალდის, საზღვაო ხომალდის, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟების და მატარებლის ბრიგადები ვალდებულნი არიან განაცხადონ მათ ხელბარგში ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის და ობიექტების არსებობის შესახებ და წარადგინონ ისინი ფიტოსანიტარიულ კონტროლზე, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. სატრანსპორტო საშუალებები საქონლისა და ბარგის ჩამოცლის შემდეგ ექვემდებარება გასუფთავებას სასაზღვრო პუნქტებში და გამოყენების ადგილებში.
7. საფოსტო გზავნილებში, მგზავრის, გემის, თვითმფრინავის ეკიპაჟის, მატარებლის ბრიგადის, ავტოსატრანსპორტო საშუალების პასუხისმგებელი პირის ბარგსა და ხელბარგში საკარანტინო ორგანიზმების, აღმოჩენისას ხორციელდება მათი განადგურება „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებით გათვალისწინებული წესით. სამეცნიერო ან სხვა განსაკუთრებული ფასეულობის მქონე თესლი, სარგავი მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანიშნულებისამებრ საკარანტინო კონტროლის ქვეშ.
მუხლი 6. ხის შესაფუთი მასალის ფიტოსანიტარიული რეგულირების წესი
1. საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის მიზნით ტერიტორიები, რომლებზეც შესაფუთი მასალების წარმოება და დამუშავება ხდება, ექვემდებარება საკარანტინო ფიტოსანიტარიულ კონტროლს.
2. საკარანტინო ორგანიზმების აღმოჩენისას ტარდება შესაბამისი ფიტოსანიტარიული პროცედურები.
3. ნებისმიერი საქონლის თანმხლები შესაფუთი მასალა, ქერქისაგან გასუფთავებული, თერმულად დამუშავებული ან გაუსნებოვნებული უნდა იყოს, რასაც შესაფუთ მასალაზე ორ მოპირდაპირე მხარეს დატანილი შესაბამისი მარკირება უნდა ადასტურებდეს. ასეთი შესაფუთი მასალა ქვეყნის ტერიტორიაზე ექსპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გარეშე შემოიტანება. აღნიშნული არ ვრცელდება ქვეყნის შიგნით გადაზიდვებისას.
4. მარკირებულ და არამარკირებულ ხის შესაფუთ მასალაზე მავნე ობიექტის აღმოჩენისას უფლებამოსილი მოხელის მიერ მიიღება დასაბუთებული გადაწყვეტილება:
ა) გაუსნებოვნების შესახებ;
ბ) განადგურების შესახებ.
5. ხის შესაფუთ მასალაზე მავნე ორგანიზმების აღმოჩენის ან მარკირების არარსებობის შესახებ ინფორმაცია ეგზავნება ექსპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვის სამსახურს.
6. მარკირება შესაფუთ მასალაზე დაიტანება ორ მოპირდაპირე მხარეს შესაბამისი ნიმუშის შტამპის (დანართი №1) სახით. ქერქის მოშორების, თერმული დამუშავების ან გაუსნებოვნების შემდეგ.
7. მარკირება ადვილად უნდა იკითხებოდეს, დატანილ იქნეს მწვანე ან ლურჯი ფერის საღებავით, ან ამოწვის გზით ისე, რომ არ ირეცხებოდეს და არ გადაიტანებოდეს სხვა საგნებზე.
8. მარკირება მოიცავს:
ა) მარცხენა ნაწილში: მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის შემოკლებულ დასახელებასა და სიმბოლოს;
ბ) მარჯვენა ნაწილში: მწარმოებელი ქვეყნის ორასოიან კოდს, მწარმოებლისათვის ან გაუსნებოვნების ჩამტარებლისთვის სამსახურის მიერ მინიჭებულ სამნიშნა კოდს, დამუშავებისა და გაუსნებოვნების აღმნიშვნელ სიმბოლოებს: DB – ქერქისაგან გასუფთავება, Hთ – სითბური დამუშავება, MB – გაუსნებოვნება მეთილბრომიდით.
9. ხის შესაფუთი მასალის ნაწილები, რომელთა შეცვლაც შეკეთებისას ხდება, ასევე უნდა იქნეს მარკირებული.
10. შესაფუთი მასალა, რომლის გაუსნებოვნებაც შეუძლებელია, დადგენილი წესით განადგურებას ექვემდებარება.
11. წარმოების, გადამუშავებისა და შენახვის ადგილებზე ხემასალისა და ხის შესაფუთი მასალის ჩამოტვირთვის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებები, ჩასატვირთ-გადმოსატვირთი მოედნები და მექანიზმები უნდა გასუფთავდეს ნარჩენებისაგან, ნარჩენები განადგურდეს ან გაუსნებოვნდეს.
12. ხემასალისა და ხის შესაფუთი მასალის საწყობები და დასაწყობების სხვა ადგილები რისკის გათვალისწინებით ექვემდებარება გაუსნებოვნებას.
13. შესაფუთი მასალების გადამუშავების შემდეგ ქერქი და გამოსაყენებლად უვარგისი ხის ნარჩენები ექვემდებარება განადგურებას.
მუხლი 7. ფიტოსანიტარიულ კარანტის დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტის ტრანზიტის წესი
აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის გავლით საკარანტინო ორგანიზმებით დასნებოვნებული ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტისა და სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტი.
მუხლი 8. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტისა და სატრანსპორტო საშუალებების გაუსნებოვნება და გაწმენდა
1. საქართველოში შემოტანილი საკარანტინო და სხვა განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმებით დასნებოვნებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი ექვემდებარება სასაზღვრო საკარანტინო ზონაში გაუსნებოვნებას.
2. იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების შესაბამისად გაუსნებოვნებას ექვემდებარება ექსპორტისათვის გამიზნული პროდუქცია, მასალა და ობიექტი დამზადების, შენახვისა და გაგზავნის ადგილებში.
3. სატრანსპორტო საშუალებების ყველა სახეობა, რომლებიც გამოყენებული იყო ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული მასალების იმპორტისათვის ან ტრანზიტისათვის, ან რომლებიც გამიზნულია კარანტინს დაქვემდებარებული მასალების ექსპორტისათვის, ექვემდებარება აუცილებელ გაწმენდას, ხოლო აუცილებლობისას – გაუსნებოვნებას დადგენილი წესით.
4. საბაჟო კონტროლის ზონაში ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის გაუსნებოვნების აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე, ხოლო გამოყენების ადგილებში სამსახურის უფლებამოსილი მოხელე. მათი გადაწყვეტილების საფუძველზე, პროდუქციის, მასალის, ობიექტის მიმღები ან გადამზიდველი ახორციელებს გაუსნებოვნებას შესაბამისი უფლებამოსილი მოხელის ზედამხედველობით.
5. სატრანსპორტო და პროდუქციის, მასალის, ობიექტის მიმღები ორგანიზაციები გემების, ბარჟების, ვაგონების, კონტეინერების, ავტოტრანსპორტის და პროდუქციის, მასალის, ობიექტის გაუსნებოვნების პროცედურებისათვის გამოყოფენ სპეციალურად მოწყობილ გემმისადგომებს, მოედნებსა და შენობებს, რომლებიც შეესაბამება გაუსნებოვნების ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს.
6. საქართველოში გაგზავნის წინ უცხოეთის პორტებში ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის გაუსნებოვნების შემთხვევაში, საქართველოს პორტებში ჩამოსვლის შემდეგ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ მოხელეს წარედგინება გემების ტრიუმებში ფუმიგაციის ჩატარების ამსახველი დოკუმენტი.
7. სასურსათო და საფურაჟე მიზნით გამოსაყენებელ ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია (მარცვალი და სხვა ნედლეული), მათში საკარანტინო ობიექტების გამოვლენისას უნდა გადამუშავდეს არა უმეტეს 1 მმ სიდიდის ნაწილაკებად.
8. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ნიადაგის დასამუშავებელი იარაღები, საკარანტინო ობიექტებით დასნებოვნებულ ნაკვეთებში მუშაობის შემდეგ, გულდასმით უნდა გაიწმინდოს ნიადაგისაგან და მცენარეული ნარჩენებისაგან, გაირეცხოს წყლის ჭავლით ისეთ ადგილებზე, საიდანაც თავიდან იქნება აცილებული მავნე ორგანიზმების გავრცელება.
9. ფუმიგაცია, რეფრიჟირაცია, გაუსნებოვნებისა და გაწმენდის სხვა მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს პროდუქციის, მასალის, ობიექტის მეპატრონე ან მასზე პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 9. იმპორტირებულ ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტის შემოწმებაზე დოკუმენტაციის გაფორმების წესი
1. პროდუქციის, მასალის, ობიექტის გამოყენების ადგილზე მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის მიერ დგება შემოწმების აქტი (დანართი №2) შემოწმებაზე ორ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზეპლარი გადაეცემა მის მფლობელს (უფლებამოსილ პირს), მეორე რჩება სამსახურს.
2. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებულ იმ მასალებზე, რომლებსაც გაუსნებოვნება ჩაუტარდათ, საბაჟო ორგანოს მიერ სამსახურისადმი მიწოდებულ ინფორმაციაში მითითებულ უნდა იქნეს გაუსნებოვნების ჩატარების ადგილი, ქიმიური ნივთიერების დასახელება, რომლითაც ჩატარდა გაუსნებოვნება, დოზა, ექსპოზიცია და გაუსნებოვნების ჩატარების თარიღი და თან უნდა ახლდეს გაუსნებოვნების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 10. საკარანტინო ზონიდან ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების გატანისა და ქვეყნის შიგნით გადაზიდვის წესი
1. საკარანტინო ზონიდან პროდუქციის, მასალის, ობიექტის გატანა დაიშვება მხოლოდ სამსახურის მიერ გაცემული საკარანტინო სერტიფიკატის საფუძველზე (დანართი №3).
2. პროდუქციის, მასალის, ობიექტის გამგზავნი მოსალოდნელ გაგზავნამდე მიმართავს სამსახურს, ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის საკარანტინო ღონისძიებების ჩასატარებლად და საკარანტინო სერტიფიკატის მისაღებად.
მუხლი 11. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების ფიტოსანიტარიული მონიტორინგის, სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის წესი
1. სამსახური სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის მიზნით მოთხოვნათა შესაბამისად ახორციელებს ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების ფიტოსანიტარიულ მონიტორინგს, სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას.
2. ფიტოსანიტარიული მონიტორინგის მიზანია:
ა) დაადგინოს და შეისწავლოს იმ საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც ჯერ არ არის ან შეზღუდულადაა გავრცელებული ქვეყნის ტერიტორიაზე;
ბ) დაადგინოს და შეისწავლოს ქვეყნის ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებული არასაკარანტინო განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმები, მათი რიცხოვნობის, განვითარების ინტენსივობის და მავნეობის მოსალოდნელი დონეების მიხედვით და მოახდინოს მათი პროგნოზირება.
3. თუ სხვა (არასაკარანტინო) საშიში მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურებულია, ან არის ეჭვი მათ არსებობაზე, სამსახურის უფლებამოსილმა მოხელემ უნდა:
ა) მოახდინოს მავნე ორგანიზმის იდენტიფიკაცია და დაადგინოს მისი წარმოშობის წყარო;
ბ) განსაზღვროს მოსალოდნელი საფრთხე ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტებისათვის;
გ) შეაფასოს ამ მავნე ორგანიზმების შემდგომი გავრცელების და მათთან ბრძოლის შესაძლებლობები, დასახოს ბრძოლის ღონისძიებები;
დ) თუ არსებობს მათი ფართოდ გავრცელების და მცენარეებისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის მიყენების საშიშროება, სამსახურმა ინფორმაცია ამ მავნე ორგანიზმების შესახებ უნდა გაავრცელოს ხელმისაწვდომი საშუალებით.
4. სამსახურის უფლებამოსილმა მოხელემ უნდა განახორციელონ ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების (მ.შ. ნიადაგის), სატრანსპორტო საშუალებებისა და შესაფუთი მასალების კონტროლი საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობაზე:
ა) მცენარეების კულტივირებისა და მცენარეული პროდუქციის წარმოების ადგილებში;
ბ) მცენარეების, მცენარეული პროდუქციის შენახვის, გადამუშავებისა და რეალიზაციის ადგილებში;
გ) ნებისმიერ სხვა ადგილებში, სადაც ხდება ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების გადაადგილება, განსაკუთრებით გზებზე და სატრანსპორტო საშუალებებზე.
5. სამსახურის უფლებამოსილი მოხელე ჩატარებულ კონტროლზე ადგენს აქტს (დანართი №4) ფიტოსანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის შესახებ ორ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზეპლარი გადაეცემა მეპატრონეს (წარმომადგენელს), მეორე რჩება სამსახურს.
6. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების მონიტორინგი და სახელმწიფო კონტროლი ტარდება პერიოდულად: მცენარეებისა და მცენარეული პროდუქციის კულტივირების, წარმოების, შენახვის, გაყიდვისა და გადაზიდვის ნებისმიერ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მავნე ორგანიზმების მასობრივი გავრცელების საშიშროება, ტარდება გადაუდებელი შემოწმება. შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს.
7. ფიტოსანიტარიული მონიტორინგი, სახელმწიფო კონტროლი, ზედამხედველობა ტარდება კვლევის ვიზუალური ან/და ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით. ყველა ჩატარებულ ფიტოსანიტარიულ პროცედურაზე დგება შესაბამისი დოკუმენტი. (გამოკვლევების ამსახველი ბარათების, დოკუმენტების ნიმუშებს შეიმუშავებს სამსახური).
8. თუ საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადგენილია, ან არის ეჭვი მათი არსებობის შესახებ, სამსახურის უფლებამოსილმა მოხელემ უნდა შეისწავლოს და დაადგინოს:
ა) გავრცელების, ან პოტენციური გავრცელების ხარისხი;
ბ) მცენარეებისა და მცენარეული პროდუქციის, ობიექტების არსებული ან პოტენციური დასნებოვნების ხარისხი;
გ) დასნებოვნების წყარო;
დ) ზონები, სადაც უნდა გამოყენებულ იქნეს ამ ორგანიზმების ლიკვიდაციისა და გავრცელების წინააღმდეგ პრევენციის ზომები.
9. მოპოვებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა ან/და ობიექტების მეპატრონეებს. მეპატრონეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებთან.
10. თუ საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადგენილია ან არის ეჭვი მათი არსებობის შესახებ, მეპატრონე ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს:
ა) სამსახურის უფლებამოსილ მოხელეს;
ბ) შეაჩეროს დასნებოვნებული, ან სავარაუდოდ დასნებოვნებული ნებისმიერი ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების გადაადგილება, დარგვა, თესვა, რეპროდუქცია, ასევე მათი გაყიდვის პროცედურები მანამ, სანამ არ დამთავრდება მათი ოფიციალური შემოწმების პროცედურები და არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები.
11. მე-9 პუნქტში აღნიშნული ვალდებულებები ეხება იმ პირებსაც, რომლებიც თავიანთი პროფესიული, ან სამსახურებრივი საქმიანობის გამო ფლობენ ინფორმაციას მავნე ორგანიზმების არსებობის ან სავარაუდო არსებობის შესახებ.
12. თუ საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადგენილია, სამსახურმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ფიზიკური ან იურიდიული პირის ხარჯზე:
ა) ნათესებისა და ნარგაობების გაუსნებოვნების, სარეველების განადგურების, მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი მცენარეების ნაწილების მიწაში ჩახვნის, ნიადაგის შეცვლის ან დეზინფექციის შესახებ;
ბ) საკარანტინო ორგანიზმების მიმართ გამძლე ან დამუშავებული თესლის გამოყენების აუცილებლობის შესახებ;
გ) გაანადგუროს ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტები შესაბამისი წესის გამოყენებით;
დ) გააუსნებოვნოს ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტები, განსაზღვროს მათი გადამუშავების აუცილებლობა საფურაჟედ ან სხვა მიზნით გამოყენებისათვის, გაასუფთავოს, ან მოახდინოს მათი დეზინფექცია/დეზინსექცია, კომპოსტირება ან შენახვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში;
ე) მოახდინოს იმ ადგილებისა და ობიექტების გაწმენდა და დეზინფექცია/დეზინსექცია, რომლებთანაც შეხებაში იყო საკარანტინო მავნე ორგანიზმები, ან სადაც განთავსებულია საკარანტინო მავნე ორგანიზმებით დასნებოვნებული ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტები;
ვ) გამოიყენოს გაუსნებოვნების სპეციფიკური მეთოდები საკარანტინო მავნე ორგანიზმების განადგურების ან მათი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. კერძოდ, ქიმიური დამუშავება, ნიადაგის დეზინფექცია/დეზინსექცია, ორანჟერეების გაყინვა, მისატყუებლები და ფერომონიანი მჭერები, მოსავლის შერჩევით აღება, თესლბრუნვა, შენახვა და ტრანსპორტირება;
ზ) განსაზღვროს ამ გადაწყვეტილებების შესრულების ვადები.
13. სამსახურის უფლებამოსილმა მოხელემ უნდა:
ა) დააწესოს ზედამხედველობა და ჩაატაროს მონიტორინგი კულტივირებულ მცენარეებზე და მცენარეულ პროდუქციაზე;
ბ) აწარმოოს და შეინახოს ჩანაწერები ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების კულტივირების, წარმოების, გადაადგილების, შესყიდვის, გაყიდვის, შენახვის შესახებ.
14. თუ საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადგენილია სამსახურმა შეიძლება აკრძალოს:
ა) მიწების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიზნებისათვის;
ბ) გარკვეული მცენარეების კულტივირება, თესვა, დარგვა ან წარმოება;
გ) დადგენილი ადგილის ფარგლებს გარეთ ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციით, მასალითა და ობიექტებით ვაჭრობა ან მათი გადაადგილება, კომპოსტირება ან შენახვა;
დ) მცენარეების, მცენარეული პროდუქციის განსაზღვრული მიზნით გამოყენება, (მ.შ. საფურაჟე და სამომხმარებლო მიზნებისათვის);
ე) ნიადაგის ან ზრდის სხვა სუბსტრატების გადაადგილება, ან მათი განმეორებითი გამოყენება;
ვ) ინფიცირებული წყლის გამოყენება მცენარეების, მცენარეული პროდუქციის და ობიექტების მორწყვისათვის, შესხურებისათვის, ან გადამუშავებისათვის;
ზ) განსაზღვრული მცენარეების ან მცენარეული პროდუქციის გადამუშავება.
მუხლი 12. ქვეყნის ტერიტორიაზე მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი და დაბალი რიცხოვნობის ზონების დადგენა და შენარჩუნება
1. თავისუფალი და დაბალი რიცხოვნობის ზონების დადგენისა და შენარჩუნების მიზანია ქვეყნის გარკვეული ტერიტორიების განსაზღვრული საკარანტინო მავნე ორგანიზმების შეჭრისა და გავრცელებისაგან დაცვა.
2. თავისუფალი ზონები დგინდება ფიტოსანიტარიული მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების შემდეგ, რომლის შედეგებითაც ისაზღვრება, რომ:
ა) მოცემული საკარანტინო მავნე ორგანიზმი არ არის ადგილობრივი და გავრცელებული კონკრეტულ ზონაში, მიუხედავად ამ ზონაში მათი გავრცელებისათვის ხელსაყრელი კლიმატური და ეკოლოგიური პირობებისა, თუმცა ამავე დროს ისინი ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გავრცელებულნი არიან;
ბ) ხელსაყრელი კლიმატური და ეკოლოგიური პირობების გამო არსებობს ამ საკარანტინო მავნე ორგანიზმების მოცემულ ზონაში გავრცელების რისკი.
3. სამსახურის ადგენს:
ა) თავისუფალი ზონის დადგენისა და შენარჩუნებისათვის ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების ზედამხედველობის პროცედურებს;
ბ) საკარანტინო მავნე ორგანიზმებს, რომლისთვისაც დგინდება თავისუფალი ზონა;
გ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების, ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების ნუსხას, რომელთა შეტანა და გადაადგილება აკრძალულია თავისუფალი ზონის ფარგლებში;
დ) პირობების ნუსხას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტები, რომელთა შეტანაც თავისუფალ ზონაში იგეგმება.
4. მავნე ორგანიზმების დაბალი რიცხოვნობის ზონის დადგენა წარმოადგენს მავნე ორგანიზმების მართვის ერთ-ერთ ვარიანტს, რომელიც გამოიყენება ზონაში მავნე ორგანიზმების პოპულაციის რიცხოვნობის მოცემულ დონეზე დაბლა ან ამ დონემდე დაწევის მხარდასაჭერად. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროდუქციის იმ ზონიდან გამოტანის გასაიოლებლად, სადაც გავრცელებულია კონკრეტული მავნე ორგანიზმი.
5. მავნე ორგანიზმების დაბალი რიცხოვნობის ზონას შესაბამისი ღონისძიებებით ადგენს სამსახური. მავნე ორგანიზმების დაბალი რიცხოვნობის ზონიდან პროდუქციის ექსპორტის განსახორციელებლად, ზონის დადგენამდე, საჭიროებისამებრ გადის კონსულტაციებს იმპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვისა და კარანტინის სამსახურთან, რათა იმპორტიორი ქვეყნის ყველა მოთხოვნა იქნეს დაცული.
მუხლი 13. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის შემოწმებისას ნიმუშების აღების წესი
1. სათესლე მასალიდან წერტილოვან სინჯებს იღებენ ყოველი სარკინიგზო რონოდიდან, ავტომანქანიდან, გემიდან, საწყობიდან. ყოველი წერტილოვანი სინჯი მსხვილთესლოვანი კულტურისათვის შეადგენს არანაკლებ 20-25 გ., წვრილთესლოვანებისათვის არანაკლებ 10 გ., სიმინდის ტაროების შემთხვევაში სინჯისათვის აღებული ტაროების რაოდენობა შეადგენს 30 ცალს ყოველ 15 ტონაზე.
2. თესლების (ნაყარი საქონელი) წერტილოვან სინჯებს ავტომანქანებში იღებენ ხუთი წერტილიდან (სქემა A) საქონელის სამი შრიდან: ზედა შრიდან 10 სმ სიღრმეზე, შუა და ქვედა შრეზე ძარის ფსკერიდან 10-15 სმ-ზე; სარკინიგზო რონოდებში 20 ტონამდე, ყრილის ხუთ წერტილში (სქემა A), 40 ტონამდე რვა წერტილში (სქემა B), 60 ტონამდე თერთმეტ წერტილში (სქემა C). ყველა აღნიშნულ წერტილში სინჯები აიღება სამი შრიდან: ზედა შრიდან 10 სმ სიღრმეზე, შუა შრეზე, და ქვედა შრეზე ძარის ფსკერიდან 10-15 სმ-ზე.
X X X X X X X X X
X X X X X X
X X X X X X X X X
A B C
3. საწყობებში სათესლე მასალის ყრილს ყოფენ სექციებად, თითოეული 20 მ2; თითოეულ სექციაში წერტილოვან სინჯებს იღებენ ხუთ წერტილში (სქემა A), რონოდებში სინჯების აღების ანალოგიურად.
4. ტრანსპორტირების ან შენახვის პირობებში დატარიანებული სათესლე მასალისაგან წერტილოვანი სინჯები აიღება პარტიის სიდიდის შესაბამისად (რონოდებში მოთავსებული ტომრებიდან სინჯების აღება დასაშვებია ხელმისაწვდომი ადგილებიდან.):
|
პარტიაში ტომრების რაოდენობა |
ტომრების რაოდენობა, რომლებიდანაც აიღება წერტილოვანი სინჯები |
წერტილოვანი სინჯების რაოდენობა |
|
10-მდე |
ყოველი ტომრიდან |
3 წერტ. სინჯი (ზემოთ, შუაში, ქვემოთ) |
|
10-დან 100-მდე |
ყოველი მე-5 ტომრიდან |
ერთი |
|
101- დან 1000-მდე |
ყოველი მე-10 ტომრიდან |
ერთი |
|
1000-ზე ზევით |
ყოველი 25-ე ტომრიდან |
ერთი |
5. სათესლე მასალის პარტიაში, რომელშიც თესლი შეფუთულია მცირე ზომის ტომსიკებსა და პაკეტებში (3კგ-მდე), დაიხედება ტომსიკის ან პაკეტის სრული შემცველობა. დახედული ტომსიკების ან პაკეტების რაოდენობა (ცალებში) განისაზღვრება პარტიის სიდიდის მიხედვით:
|
პარტიაში ტომსიკების (პაკეტების) რაოდენობა |
დასახედი ტომსიკების (პაკეტების) რაოდენობა |
|
25-მდე |
ყველა ტომსიკა (პაკეტი) |
|
26-დან 100-მდე |
ყოველი მე-4 |
|
101-დან 500-მდე |
ყოველი მე-10 |
|
500-ზე ზევით |
ყოველი მე-20 |
6. სარგავი მასალის (ნერგები, კალმები, ბოლქვები, ტუბერები, გორგლები, ფესურები), მოჭრილი ყვავილების, ტოტების პარტიიდან სინჯები აიღება პარტიის სიდიდის მიხედვით:
|
500 ცალამდე |
მთელი სარგავი მასალა |
|
501-დან 3000 ცალამდე |
ყოველი მე-5 ეგზემპლარი |
|
3001-დან 10000 ცალამდე |
ყოველი მე-20 ეგზემპლარი |
|
10000 ცალზე ზევით |
ყოველი მე-100 ეგზემპლარი |
7. ხახვის ჭილის პარტიისაგან წერტილოვანი სინჯები აიღება თანაბრად ტარის (ტომრები, ყუთები) მთელ სიღრმეზე, 80-100 გრ. ტომრიდან (ყუთიდან); ტომრების (ყუთების) რაოდენობა, საიდანაც უნდა აღებულ იქნეს სინჯები, განისაზღვრება პარტიის სიდიდის მიხედვით (რონოდებში მოთავსებული ტომრებიდან სინჯების აღება დასაშვებია ხელმისაწვდომი ადგილებიდან):
|
პარტიაში ტომრების (ყუთების) რაოდენობა |
ტომრების (ყუთების) რაოდენობა, რომლებიდანაც აიღება წერტილოვანი სინჯები |
|
500-მდე |
ყოველი მე-20-დან |
|
501-დან 1000-მდე |
ყოველი 30-დან |
|
1000-ზე ზევით |
ყოველი მე-40-დან |
8. ტრანსპორტირების ან შენახვის პირობებში ნაყარი სათესლე კარტოფილის პარტიიდან წერტილოვანი სინჯები აიღება დაახლოებით 20მ 2 სიდიდის წინასწარ პირობითად დაყოფილი სექციებიდან 11 წერტილში (სქემა C) ორი შრიდან: ზედა და 40 სმ სიღრმეზე. რონოდებიდან, გემებიდან გადმოტვირთვის (ჩატვირთვის) დროს წერტილოვანი სინჯები აიღება დროის თანაბარ მონაკვეთებში იმ გათვლით, რომ ყოველი 10 ტონიდან აღებულ იქნეს 200 ტუბერი. ტარაში (ტომრები, კალათები, ბადურები და სხვ.) ტრანსპორტირებადი ან შენახვის პირობებში არსებული კარტოფილიდან წერტილოვან სინჯებს ყველა სიღრმეზე იღებენ ადგილების მთლიანი რაოდენობის არანაკლებ 5%-დან. ყოველი წერტილოვანი სინჯი საშუალოდ შეადგენს 5-8 ტუბერს.
9. სათესლე კარტოფილის ანალიზისათვის აიღება კარტოფილიდან ჩამონაცვენი ნიადაგის სინჯები. შენახვის პირობებში არსებული კარტოფილიდან ნიადაგის სინჯები აიღება ზედა შრიდან 30სმ სიღრმემდე. გადასაზიდი კარტოფილიდან სინჯები აიღება დაბალი შრეებიდან ან ტრანსპორტის იატაკიდან გადმოცლის შემდეგ, ყოველი სატრანსპორტო ერთეულიდან 5-10 წერტილში. საშუალო ნიმუში შეადგენს 200 მლ-ს. საშუალო ნიმუშების რაოდენობა ნაყარი კარტოფილისთვის 50 ტონაზე შეადგენს კარტოფილის მასა გამრავლებული კოეფიციენტზე – 0,05; დატარიანებულისათვის (თუ პარტიაში არის 100 ადგილზე მეტი) პარტიაში არსებული ადგილების რაოდენობა გამრავლებული კოეფიციენტზე – 0,003.
მუხლი 14. ნიმუშების აღება სასურსათო და ტექნიკური მიზნებისათვის განკუთვნილი პროდუქციიდან
1. წერტილოვანი სინჯები, რონოდებითა და ავტომაქანებით ტრანსპორტირებად ყრილი მარცვალპროდუქტებიდან აიღება თესლებიდან წერტილოვანი სინჯების აღების ანალოგიურად. რონოდების (ავტომანქანების) რაოდენობა, რომლებიდანაც აიღება სინჯები, განისაზღვრება პარტიის სიდიდის მიხედვით:
|
პარტიაში რონოდების (ავტომანქანების) რაოდენობა |
რონოდების (ავტომანქანების) რაოდენობა, რომლებიდანაც აიღება წერტილოვანი ნიმუშები |
|
5-მდე |
ყოველი რონოდიდან (ავტომანქანიდან) |
|
6-დან 15-მდე |
ყოველი მე-3-დან |
|
15-ზე მეტი |
ყოველი მე-5-დან |
2. გემის ტრიუმებში მარცვლის გადმოტვირთვამდე მარცვლის ზედაპირს პირობითად ყოფენ 100 მ2 სექციებად, სინჯები აიღება A სქემის მიხედვით, ზედაპირული შრიდან 1 და 2 მ სიღრმეზე. შემდეგ გადმოტვირთვის (ჩატვირთვის) პროცესში სხვადასხვა შრიდან. ყოველი წერტილოვანი სინჯის მასა შეადგენს 100 გრამს ყოველ 5 ტონაზე. ერთი შრიდან სინჯების საერთო მასა შეადგენს 4-5 კგ-ს. გემების (ტანკერები) ტანკებში წერტილოვანი სინჯები აიღება ზედაპირული შრის სამ წერტილში, ზედაპირიდან 10 სმ და 1მ სიღრმეზე. გადმოტვირთვისას ყოველი 4-მეტრიანი შრის შემდეგ აღნიშნული პროცედურა მეორდება.
3. საწყობებში ყრილი მარცვალი პირობითად იყოფა 100მ2 სიდიდის სექციებად. თითოეული სექციიდან აიღება წერტილოვანი სინჯები ხუთ წერტილში (სქემა A), რონოდებში სინჯების აღების ანალოგიურად.
4. ყრილი კარტოფილი საწყობებში, გემებში პირობითად იყოფა 100მ2 სიდიდის სექციებად. სექციებიდან, ასევე რონოდებიდან, ავტომანქანებიდან კარტოფილის, ძირნაყოფების სინჯები აიღება ხუთ წერტილში (სქემა A) ორი შრიდან. ყოველი წერტილოვანი სინჯი შეადგენს 5-8 ტუბერს. რონოდების (ავტომანქანების) რაოდენობა, რომლებიდანაც აიღება სინჯები, განისაზღვრება პარტიის სიდიდის მიხედვით:
|
პარტიაში რონოდების (ავტომანქანების) რაოდენობა |
რონოდების (ავტომანქანების) რაოდენობა, რომლებიდანაც აიღება წერტილოვანი ნიმუშები |
|
5-მდე |
ყოველი რონოდიდან (ავტომანქანიდან) |
|
6-დან 15-მდე |
ყოველი მე-3-დან |
|
15-ზე ზევით |
ყოველი მე-5-დან |
5. ტრანსპორტირებადი ან შენახვის პირობებში მყოფი, ტარაში მოთავსებული წვრილთესლოვანი და მსხვილთესლოვანი პროდუქციის რაოდენობა, რომლებიდანაც აიღება წერტილოვანი სინჯები, განისაზღვრება პარტიის სიდიდის მიხედვით:
|
პარტიაში ტომრების რაოდენობა |
ტომრების რაოდენობა, რომლებიდანაც აიღება წერტილოვანი სინჯები |
წერტილოვანი სინჯების რაოდენობა |
|
100-მდე |
ყოველი მეორიდან |
ერთი |
|
101-დან 500-მდე |
ყოველი 50-დან |
ერთი |
|
501-დან 1000-მდე |
ყოველი მე-100-დან |
ერთი |
|
1000-ზე ზევით |
ყოველი მე-200-დან |
ერთი |
6. ახალი ხილიდან და ბოსტნეულიდან წერტილოვანი სინჯები აიღება პარტიაში ადგილების რაოდენობის მიხედვით:
|
პარტიაში ადგილების რაოდენობა |
ადგილების რაოდენობა, რომლებიდანაც აიღება წერტილოვანი სინჯები |
|
100-დან 500-მდე |
ყოველი მე-20-დან |
|
501-დან 1000-მდე |
ყოველი 50-დან |
|
1000-ზე ზევით |
ყოველი მე-100-დან |
7. ადგილიდან აღებული წერტილოვანი სინჯის რაოდენობა შეადგენს 5-10 ნაყოფს, ტუბერს, ბოლქვს ან 200-300 გრ სხვა პროდუქციას.
8. პარტიიდან აღებული წერტილოვანი სინჯები, მასალის ერთგვაროვნების შემთხვევაში, ერთიანდება და ხდება მათი დაყრა სუფთა გლუვ ზედაპირზე (მუშამბა, ქაღალდი, პოლიეთილენის აპკი, ბრეზენტი და მისთ.), სადაც ხდება მათი დათვალიერება მავნე ორგანიზმების გამოვლენის მიზნით. წერტილოვანი სინჯების ერთობლიობა წარმოადგენს ერთიან სინჯს. ერთიანი სინჯიდან, დათვალიერებისას გამოვლენილი მავნე ორგანიზმები, დაავადებული და დაზიანებული თესლები და ნაყოფები თავსდება სინჯარებსა და პოლიეთილენის პარკებში, ხდება მათი ეტიკეტირება და დაერთვება ნიმუშს.
9. ერთიანი სინჯიდან ხდება ნიმუშის გამოყოფა მე-16 მუხლში მითითებული ოდენობით. ნიმუშის შესადგენად ერთიან სინჯს ყრიან გლუვზედაპირიან მაგიდაზე, ხდება მისი არევა (მარცვალი) და შემდეგ ნიმუშის გამოყოფა, რომელიც მაქსიმალურად ასახავს ერთიანი სინჯის მახასიათებლებს. ნაყოფებისა და ბოსტნეულის ნიმუშები ძირითადად შედგება მავნე ორგანიზმებით დასნებოვნებაზე საეჭვო ეგზემპლარებისაგან. კარტოფილის, ძირნაყოფების ნიმუშს უნდა ახლდეს მათგან ჩამოცვენილი ნიადაგის სინჯი. ნიმუშის შედგენის შემდეგ ერთიანი სინჯის ნარჩენები ბრუნდება პარტიაში.
მუხლი 15. ნიმუშების შენახვა
სასურსათო და საფურაჟე მარცვლეულიდან აღებულ ნიმუშში გამოვლენილი საკარანტინო ობიექტების გაუსნებოვნება და შენახვა ხდება ლაბორატორიაში სამი თვის განმავლობაში, როგორც ნიმუში-საბუთი. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ნიმუში ნადგურდება, ხოლო საკარანტინო ობიექტი გამოიყენება როგორც საკოლექციო მასალა. მალფუჭებადი პროდუქციის (ნაყოფები, ბოსტნეული, კარტოფილი) ნიმუშები, რომლებშიც გამოვლინდა საკარანტინო ობიექტები, ანალიზის ჩატარების შემდეგ ნადგურდება. გამოვლენილი საკარანტინო ობიექტების, დაზიანებების ნიმუშები ფიქსირდება და ინახება სამი თვე, როგორ ნიმუში-საბუთი, რის შემდეგ გამოიყენება როგორც საკოლექციო მასალა.
მუხლი 16. ფიზიკური შემოწმების დროს აღებული ნიმუშის ოდენობა
|
კულტურის დასახელება |
ნიმუშის ოდენობა |
|
|
I. მარცვლოვანები (თესლები და მარცვალი) |
||
|
1. სიმინდი მარცვალი ტარო |
1500გრ. 25 ცალი |
|
|
2. ხორბალი, ჭვავი, ქერი, შვრია, ბრინჯი |
1000 გრ |
|
|
3. ფეტვი, ღომი, წიწიბურა |
500 გრ |
|
|
II. პარკოსნები (თესლები და მარცვალი) |
||
|
4. ცერცვი, ბარდა, ლობიო, მუხუდო, ოსპი, ცულისპირა, სოიო |
2000 გრ |
|
|
III. თავთავიანი და პარკოსანი ბალახები (თესლები) |
||
|
5. ცერცველა, ხანჭკოლა, ესპარცეტი |
1000 გრ |
|
|
6. სამყურა, იონჯა, ჩიტიფეხა, ძიძო, კურდღლის ბალახი, სუდანურა |
250 გრ |
|
|
7. შვრიელა, სათითურა, ყვავისხმალა, წივანა, ტიმოთელა, კოინდარი |
150 გრ |
|
|
IV. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები, საკვები ძირნაყოფები (თესლები) |
||
|
8. ჭარხალი სუფრის, შაქრის, საკვები |
800 გრ |
|
|
9. საზამთრო, ყაბაყი, გოგრა |
500 გრ |
|
|
10. კიტრი, ნესვი |
250 გრ |
|
|
11. არტიშოკი, ისპანახი, ხახვი, ქინძი |
100 გრ |
|
|
12. ხახვის ჭილი |
1500 გრ |
|
|
13. ოხრახუში, ნიახური, კამა, სტაფილო, პომიდორი, კომბოსტო |
50 გრ |
|
|
V. ყვავილოვანი კულტურები (თესლები) |
||
|
14. დედოფლის ყვავილი, ბაღის არჯაკელი, ასპარაგუსი, პალმა |
500 გრ |
|
|
15. მსხვილთესლოვანები – ყოჩივარდა, გეორგინები და მისთ. |
50 გრ |
|
|
16. საშუალოთესლოვანები – ასტრა, ციცინო, ჰელიოტროპი, მიხაკი, |
20 გრ |
|
|
17. წვრილთესლოვანები – პეტუნია, ბეგონია, |
3 გრ |
|
|
VI. მერქნიანი და ბუჩქოვანი ჯიშები (თესლები) |
||
|
18. მსხვილთესლოვანები – გარგარი, ალუჩა, მუხა, წაბლი, ტყემალი |
1500 გრ |
|
|
19. საშუალოთესლოვანები – ვაშლი, ცხრატყავა, სოჭი, ჭნავი, ტუია |
150 გრ |
|
|
20. წვრილთესლოვანები – ვერხვი, მოცვი, თუთა |
50 გრ |
|
|
VII. ზეთოვანი, ტექნიკური კულტურები (თესლები) |
||
|
21. აბუსალათინი, არაქისი, |
1500 გრ |
|
|
22. მზესუმზირა, ბამბის თესლი, კაკაოს მარცვალი, ყავის მარცვალი |
1000 გრ |
|
|
23. კანაფი, სელი, ალისარჩული |
500 გრ |
|
|
24. მდოგვი, შირბახტი, პერილა, რაფსი, შავი წიწაკა |
150 გრ |
|
|
25. სვია, ვარდკაჭაჭა, ყაყაჩო, თამბაქო |
40 გრ |
|
|
VIII. ახალი ხილი, ბოსტნეული |
||
|
26. ანანასი, ბროწეული, ფორთოხალი |
15 ცალი |
|
|
27. ბანანა, მსხალი, ვაშლი, ლიმონი, მანდარინი, ატამი |
75 ცალი |
|
|
28. კურკოვანები – გარგარი, ტყემალი, ბალი, ალუბალი |
2000 გრ |
|
|
29. კარტოფილი, ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი და სხვა ბოსტნეული |
50 ცალი |
|
|
IX. სხვა პროდუქცია |
||
|
30. ბურღულეული – ბრინჯის, ხორბლის, ჭვავის სიმინდის და სხვ. |
1000 გრ |
|
|
31. ფქვილი |
800 გრ |
|
|
32. სათესლე კარტოფილიდან და სხვა ძირნაყოფებიდან აღებული ნიადაგი |
200 გრ |
|
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სურსათის უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
ეროვნული სამსახური
დანართი №2
ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის შემოწმების (ფიტოსანიტარიული კონტროლის)
აქტი №
|
შემოწმების ჩატარების თარიღი
|
მფლობელი (იურიდიული, ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი) |
|||||||||||||
|
შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი მოხელის სახელი, გვარი, თანამდებობა
|
||||||||||||||
|
შემოწმების ადგილი
|
შემოწმებაში მონაწილე პირი
|
|||||||||||||
|
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის, ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმება
პროდუქციის, მასალის, ობიექტის დასახელება, რაოდენობა
წარმოშობა (ქვეყანა)
|
||||||||||||||
|
შემოწმების შედეგად გამოვლინდა
|
||||||||||||||
|
აღებულია საშუალო ნიმუში, რაოდენობა ------------------- ცალი -------------------------------- კგ |
||||||||||||||
|
დასახულია შემდეგი ღონისძიებები
უფლებამოსილი მოხელე მფლობელი (ხელმოწერა) (ხელმოწერა)
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სურსათის უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
ეროვნული სამსახური
დანართი №3
საკარანტინო სერტიფიკატი №
ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების გადაზიდვასა და რეალიზაციაზე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში
„---------“ -------------------------- 200 წ.
მიეცა -------------------------------------------------- -----------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------- -----------------------------------------------------------------
(მფლობელი იურიდიული, ფიზიკური პირი, მისამართი, ტელ. №, პასპორტის, პირადობის მოწმობის №, გაცემის ადგილი)
მასზედ, რომ უფლებამოსილი მოხელის მიერ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების (სატრანსპორტო საშუალების) ფიტოსანიტარიულ-საკარანტინო შემოწმება ------------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილი)
პროდუქცია, მასალა, ობიექტი თავისუფალია მცენარეთა საკარანტინო ობიექტებისაგან, ნება ეძლევა სარეალიზაციოდ (გადასაზიდად)
---------------------------------------------------------------------------------------------- -----------------------------------------------------
(მიეთითოს სად)
----------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------
უფლებამოსილი მოხელე -------------------------------------------------------------------- --------------------------------------------
(სახელი გვარი, ხელმოწერა)
მფლობელი:-------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
ძალაშია „ -----------“ - ------------------------------------- მდე 200 წ.
ბ.ა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სურსათის უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
ეროვნული სამსახური
დანართი №4
აქტი
ფიტოსანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის ჩატარების შესახებ
---------------------------------------- „-------“ -------------------------- 200 წ.
(ადგილი)
უფლებამოსილი მოხელის ---------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------
მიერ, საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შემოწმებულ იქნა ფიტოსანიტარიული საკარანტინო ღონისძიებების ჩატარება
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მფლობელი)
ღონისძიების ჩატარების ადგილი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------
შემოწმების დროს გამოვლენილია ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------
დასკვნა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------
უფლებამოსილი მოხელე: მფლობელი: