„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის №304 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.014.149
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №22
2010 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის №304 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის, №304 ბრძანების (სსმ III, 25.12.2008 წ., №183, მუხ. 1876) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი პროკურორი საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი