საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №43 |
|
2014 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი |
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის თანდართული წესი. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
📎 დანართები (3)
dan. 1.doc ⬇
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს წესი, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის პირობებს.
მუხლი 2
სტაჟირების ძირითადი მიზანია კადრების მომზადება საპროკურორო-საგამოძიებო საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულებისათვის.
მუხლი 3
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების სრულყოფის მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურა (შემდგომში - მთავარი პროკურატურა) ახალგაზრდა მუშაკებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და ინიციატივის გამოსავლენად საჭირო პირობებს.
თავი II. სტაჟირების კომისია
მუხლი 4
1. სტაჟიორთა მიღების და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში იქმნება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომში - მთავარი პროკურორი).
2. კომისია შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრებისაგან. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები (მათ შორის, საქართველოს პროკურატურის მუშაკები), აგრეთვე არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
თავი III. სამდივნო და კონკურსი
მუხლი 5
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორების მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.
მუხლი 6
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა.
4. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა ელექტრონული სახით უნდა წარადგინოს შესაბამისი განაცხადი (სააპლიკაციო ფორმა). საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ასევე შემდეგი დოკუმენტები:
ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის მოწმობის ასლები;
ბ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის გავლის შესახებ;
გ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ან ადვოკატთა ტესტირების გავლის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. სტაჟიორობის კანდიდატმა სტაჟიორთა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამდივნოს უნდა წარუდგინოს:
ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის მოწმობის ასლები;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
გ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
დ) სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი;
ვ) შრომის წიგნაკი ან ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ფოტოსურათი (ელექტრონული სახით);
თ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ან ადვოკატთა ტესტირების გავლის შესახებ.
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების (აპლიკაციების) მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 7
1. სტაჟიორთა კონკურსი შეიძლება ჩატარდეს რამდენიმე ეტაპად: წერილობითი (ტესტირების ან/და კითხვარის შევსების) და ზეპირი (გასაუბრების) ფორმით. კონკურსის ეტაპების რაოდენობის და ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი პროკურორი.
2. კონკურსის პროგრამას და გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერს განსაზღვრავს მთავარი პროკურორი.
მუხლი 8
1. კონკურსის გამოცხადება ხდება პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.
2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის პროგრამას და კონკურსის ეტაპების გავლის პირობებს;
ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;
გ) მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის ან პროკურატურის ორგანოების ჩამონათვალს, სადაც სტაჟიორად დანიშვნა შესაძლებელი გახდება კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.
3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.
4. კონკურსის ჩატარების დროს განსაზღვრავს მთავარი პროკურორი.
5. სტაჟიორთა ლიმიტს ყოველწლიურად განსაზღვრავს მთავარი პროკურორი.
6. კონკურსის პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს სამი კვირისა, ხოლო მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.
7. ტესტირების პროცესის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს კომისია.
მუხლი 9
1. კონკურსის ეტაპების გავლის პირობები ქვეყნდება ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2. კონკურსის შემდგომ ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების ან/და კითხვარის შევსების) პირველ ეტაპს (ტესტირების შემთხვევაში ვერ გადალახავს გამსვლელ სატესტო ქულების ბარიერს).
3. კონკურსის ზეპირ (გასაუბრების) ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების ან/და კითხვარის შევსების) ეტაპს (ტესტირების შემთხვევაში ვერ გადალახავს გამსვლელი სატესტო ქულების ბარიერს).
მუხლი 10
სტაჟიორობის კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე გონივრულ ვადაში.
მუხლი 11
კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში სტაჟიორობის კანდიდატს მიეწოდება ინფორმაცია მის მიერ მიღებული შეფასების შესახებ.
მუხლი 12
წერილობითი კონკურსის (ტესტირების) შედეგების გამოქვეყნებიდან გონივრულ ვადაში კომისია განიხილავს სტაჟიორობის კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს და აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
მუხლი 13
სტაჟიორობის კანდიდატის თეორიული ცოდნისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის ტარდება გასაუბრება.
მუხლი 14
გასაუბრება ტარდება კონკურსის წინა ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში. შესაძლებელია, გასაუბრებამდე ან გასაუბრების შემდგომ, სტაჟიორობის კანდიდატებმა შეავსონ სპეციალური ფსიქოლოგიური კითხვარი.
მუხლი 15
1. კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას შეიძლება გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც მას საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორად დასანიშნად.
2. გადაწყვეტილების მისაღებად კომისიამ შეიძლება გამოიყენოს კანდიდატთა შეფასების ფორმა (დანართი №1).
მუხლი 16
კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
მუხლი 17
1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის თავმჯდომარე მთავარ პროკურორს წარუდგენს იმ სტაჟიორობის კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ეტაპები. სტაჟიორობის კანდიდატები გაივლიან ტრენინგს, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში - ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი). ტრენინგის შედეგები გათვალისწინებული იქნება პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორად დანიშვნისას.
2. მთავარი პროკურორი, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე და განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, კომისიის მიერ წარდგენილ სტაჟიორობის კანდიდატებს ნიშნავს სტაჟიორებად საქართველოს პროკურატურის ორგანოებში. წარმატებული კანდიდატების სტაჟიორებად დანიშვნა შესაძლებელია მოხდეს ეტაპობრივად, გონივრულ ვადაში.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარი პროკურორის ბრძანებით, პირი შეიძლება დაინიშნოს სტაჟიორად საქართველოს პროკურატურაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე.
4. სტაჟიორს მთავარი პროკურორის მიერ განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი.
5. მთავარი პროკურორი სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს საქართველოს პროკურატურის იმ ორგანოს (სტრუქტურული დანაყოფის) ხელმძღვანელს, სადაც სტაჟიორი გადის სტაჟირებას.
6. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია სტაჟიორს განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი.
მუხლი 18
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები უარს იტყვიან დანიშვნაზე ან კომისიის მიერ დასანიშნად წარდგენილი არ იქნა არც ერთი კანდიდატურა.
თავი IV. სტაჟირების ვადა
მუხლი 19
1. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება ერთი წლით.
2. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორს სტაჟირების ხელმძღვანელი განუსაზღვრავს სამუშაოს აღწერილობას.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარი პროკურორის ბრძანებით სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არა უადრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობაზე.
4. სტაჟიორს, რომელიც სტაჟირების მიმდინარეობის პროცესში ვერ დააკმაყოფილებს სტაჟიორისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასების ან/და ჩატარებული ტესტირების შედეგების საფუძველზე, მთავარი პროკურორის ბრძანებით, ვადაზე ადრე უწყდება სტაჟირება.
5. სტაჟიორი უფლებამოსილია ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს წარუდგინოს მოსაზრება სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით.
6. სამუშაოზე ხანგრძლივად არყოფნის პერიოდი (ხანგრძლივ ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სამხედრო შეკრებაზე გაწვევა, ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება, სასწავლო შვებულება და სხვ.) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.
7. სტაჟირების ვადა ითვლება შრომით სტაჟში.
მუხლი 20
სტაჟიორი, რომელიც გადის სტაჟირებას საქართველოს პროკურატურის სისტემაში, მისი თანხმობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარი პროკურორის ბრძანებით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს საქართველოს პროკურატურის სხვა ორგანოში ან სტრუქტურულ დანაყოფში.
თავი V. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
მუხლი 21
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატაროს საგამოძიებო და საპროკურორო მოქმედებები და ღონისძიებები;
გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემული ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს მისი ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.
2. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებები;
ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები;
გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებული ცალკეული დავალებები;
დ) თვეში ერთხელ წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში.
თავი VI. საქართველოს პროკურატურის მოვალეობები
მუხლი 22
1. საქართველოს პროკურატურა სტაჟიორებს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტაჟიორებისათვის შესაბამისი პირადობის მოწმობების დამზადებას და გაცემას.
მუხლი 23
1. სტაჟირების ხელმძღვანელი ზრუნავს სტაჟიორის პროფესიულ განვითარებაზე, პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას. სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს სამუშაოს აღწერილობის შესრულებას.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების დაწყებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ და სტაჟირების ვადის გასვლისას სტაჟირების შედეგების შესახებ ინფორმაცია (სტაჟიორის შეფასება) მიაწოდოს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია, სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული შეფასება განიხილოს სტაჟიორის მონაწილეობით.
4. სტაჟირების ხელმძღვანელს პასუხისმგებლობა, ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ეკისრება საერთო წესის შესაბამისად.
მუხლი 24
1. სტაჟირებას კოორდინაციას უწევს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.
2. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია, სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორის შეფასების ფორმის (დანართი №2) მიწოდების შემდეგ, სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, შესაბამისი მონაცემები წარუდგინოს კომისიის თავმჯდომარეს და მთავარ პროკურორს.
მუხლი 25
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა;
გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება (ასევე ტესტირებისას მიღებული შეფასება);
დ) ამ წესის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა;
ე) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი პროკურორი ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი მთავარი პროკურატურის მიერ გაცემულ სამსახურებრივ მოწმობას 3 დღის ვადაში აბარებს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში საქართველოს პროკურატურის შესაბამის უფლებამოსილ მუშაკს აბარებს ყველა მატერიალურ სიკეთეს, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეცა, ასევე იმ დოკუმანტაციას, რაც მან მოიპოვა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
5. სტაჟიორის მიმართ საქმის გამოძიების პერიოდში (მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში), საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას შეუჩერდება სტაჟირება და დაკავებული თანამდებობიდან დადგენილი წესით გადააყენებს მთავარი პროკურორი. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების (სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის) შემდეგ, პირი გააგრძელებს სტაჟირების გავლას არსებული წესის შესაბამისად.
თავი VII
სტაჟიორთა მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება
მუხლი 26
1. სტაჟირების მიმდინარეობისას, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმების მიზნით, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით სტაჟიორებს შესაძლებელია ჩაუტარდეთ ტრენინგები და შესაბამისი ტესტირებები. საბოლოო ტესტირება შეიძლება ჩაუტარდეთ სტაჟირების საერთო ვადის გასვლამდე გონივრულ ვადაში.
2. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟირების მიმდინარეობისას მიღებული შეფასებების გათვალისწინებით, კომისია ატარებს გასაუბრებას და ახდენს სტაჟიორთა შეფასებას.
3. კომისიას სტაჟიორთა შეფასების შედეგების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა:
ა) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით არ შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს.
4. კომისიის თავმჯდომარე მთავარ პროკურორს წარუდგენს იმ პირების მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. აღნიშნული პირები მთავარი პროკურორის მიერ ინიშნებიან შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება, საქართველოს პროკურატურაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე არ ინიშნება:
ა) გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების შემთხვევაში;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ცნობის შემთხვევაში;
ე) სხვა სამუშაოდან ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩადენის გამო დათხოვნის შემთხვევაში.
6. პირის მიმართ, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების (სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის) შემდეგ, მთავარი პროკურორის მიერ მოხდება მისი დანიშვნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
dan.2.doc ⬇
დანართი №1
კანდიდატთა შეფასების ფორმა
კანიდიდატი კომისიის წევრი |
შემფასებლის ხელმოწერა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | |||||||
| 2 | |||||||
| 3 | |||||||
| 4 | |||||||
| 5 | |||||||
| 6 | |||||||
| 7 | |||||||
| ქულათა ჯამი | |||||||
1 – მიუღებელი, 2 – საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს
dan. 3.doc ⬇
დანართი №2
სტაჟიორის შეფასების ფორმა
| სტაჟიორის სახელი და გვარი: | |
|---|---|
პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის /პროკურატურის ორგანოს დასახელება: |
|
| სტაჟირების ხელმძღვანელი: | |
| უშუალო ხელმძღვანელი პირები, რომლებთანაც იყო სტაჟიორი ანგარიშვალდებული: | |
| გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შეფასებაზე: | |
ზოგადი კომპეტენციების შეფასება
| 1 – მიუღებელი | 2 – საშუალოზე დაბალი | 3 – კომპეტენტური | 4 – ძალიან კარგი | 5 – აჭარბებს მოლოდინს | |||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | |||||
| პასუხისმგებლობის გრძნობა შენიშვნა: |
|||||||||
| ადაპტაციის უნარი – მოქნილობა შენიშვნა: |
|||||||||
| ანალიტიკური აზროვნება შენიშვნა: |
|||||||||
| დროის განაწილების და წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის
დაცვა შენიშვნა: |
|||||||||
| ორგანიზებულობის ხარისხი მოვალეობების შესრულებისას შენიშვნა: |
|||||||||
| ინიციატივა შენიშვნა: |
|||||||||
| დაკვირვების უნარი შენიშვნა: |
|||||||||
| გუნდური მუშაობის უნარი შენიშვნა: |
|||||||||
| შესრულებული სამუშაოს ხარისხი შენიშვნა: |
|||||||||
| არგუმენტაციის უნარი შენიშვნა: |
|||||||||
პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება
| 1 – მიუღებელი | 2 – საშუალოზე დაბალი | 3 – კომპეტენტური | 4 – ძალიან კარგი | 5 – აჭარბებს მოლოდინს | |||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | |||||
| გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის უნარი შენიშვნა: |
|||||||||
| სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების უნარი შენიშვნა: |
|||||||||
სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უნარი შენიშვნა: |
|||||||||
| საპროცესო დოკუმენტების შედგენის უნარი შენიშვნა: |
|||||||||
| სტატისტიკური ინფორმაცია სტაჟიორის საქმიანობის შესახებ | |
|---|---|
| კატეგორია | რაოდენობა |
| გამოძიებული სისხლის სამართლის საქმეები | |
| სისხლის სამართლის საქმეები, რომელზეც საპროცესო ხელმძღვანელობა განახორციელა | |
| საპროცესო შეთანხმებები | |
| არსებითი სასამართლო განხილვები | |
| საჩივარი-განცხადებები | |
| სტაჟიორის ზოგადი შეფასება | ||||
|---|---|---|---|---|
| 1 – მიუღებელი | 2 – საშუალოზე დაბალი | 3 – კომპეტენტური | 4 – ძალიან კარგი | 5 – აჭარბებს მოლოდინს |
ხელმძღვანელის კომენტარი გთხოვთ დეტალური კომენტარი გააკეთოთ სტაჟიორის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით (სავალდებულო) |
|---|
სტაჟირების ხელმძღვანელის ხელმოწერა: |
თარიღი: |
|---|