კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი
ნომერი
№7/01
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 29/01/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2010 მიღება
29.11.2012 ბოლო ცვლილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

კონსოლიდირებული რედაქციები (7)

📅 მოქმედების პერიოდი: 29.11.2012დღემდე
ცვლილებები (6)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (20.07.2012 → 29.11.2012)

🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.

ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.18.011.014.151

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №7/01

2010 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე

კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესი

    მუხლი 1. ზოგადი წესები

1. ეს წესი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკებისა და მათი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისათვის (შემდგომში – კომერციული ბანკები) ნაღდ ფულსა (როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტა) და სხვა ფასეულობასთან (ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკები) დაკავშირებული ოპერაციების წარმოების ზოგად წესებს.

2. კომერციული ბანკები ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს ეროვნულ ბანკთან, სხვა კომერციულ ბანკებსა და კლიენტურასთან ახორციელებენ ხელშეკრულების საფუძველზე.

3. კომერციული ბანკები ვალდებული არიან, ამ წესის შესაბამისად შეიმუშაონ დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციებით დაკავებულ პირთა ფუნქციებს, პასუხისმგებლობას, ასევე უზრუნველყოფენ ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ცალკეული ოპერაციების კონკრეტიზაციას და საანგარიშსწორებო/სააღრიცხვო რისკების მართვას.

4. კომერციული ბანკის დაცვისა და უსაფრთხოების პირობებს, ასევე ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემის სამუშაო რეჟიმს კონკრეტული ერთეულისათვის განსაზღვრავს კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის დაცვას უზრუნველყოფს დაცვის სამსახური, დაცვისა და უსაფრთხოების პირობები განისაზღვრება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ხოლო ბანკის მიერ ფასეულობის დაზღვევის შემთხვევაში, აღნიშნული პირობები განისაზღვრება სადაზღვევო ორაგანიზაციასთან შეთანხმებით.

5. ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად სალაროს კვანძის მოწყობა რეკომენდებულია განხორციელდეს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

6. კომერციულ ბანკს შეუძლია განახორციელოს საკუთარი და ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტურის ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციები საკუთარი ან სხვა საინკასაციო სამსახურების საშუალებით, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

7. ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან მომუშავე პირების მატერიალური პასუხისმგებლობა განისაზღვრება კომერციული ბანკის ხელმძღვანელობასა და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

8. ნაღდი ფულადი ოპერაციების განხორციელებისას კომერციული ბანკები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებითა და დირექტივებით.

9. კომერციულ ბანკებში ლარის ბანკნოტების და მონეტების დამუშავება-დახარისხებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

10. კომერციული ბანკი ვალდებულია ყოველგვარი საზღაურის გარეშე უზრუნველყოს ლარის ბანკნოტების და მონეტების გამოცვლა ან გადაცვლა სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (გარდა ყალბი ან არგადახდითი ლარის ბანკნოტების და მონეტებისა).

11. კომერციული ბანკები ვალდებული არიან ანგარიშსწორება განახორციელონ ერთი თეთრის სიზუსტით.

12. კომერციული ბანკები ვალდებული არიან ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციები აღრიცხონ კონტროლის მექნიზმის შემცველი პროგრამული უზრუნველყოფით, სადაც დაცული უნდა იყოს ზუსტი აღრიცხვიანობის, ოპერატიულობის, თანამიმდევრულობისა და ყოველდღიურობის პრინციპი ისე, რომ შესაძლებელი იყოს ოპერაციის იდენტიფიცირება მის ყოველ ეტაპზე.

13. იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება წვდომა ეროვნულ ბანკში არსებულ კომერციული ბანკების ანგარიშებზე, კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში ფულის ნიშნების შეტანის ან ეროვნული ბანკიდან გატანის პირობები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (განკარგულება).

    მუხლი 2. კომერციული ბანკის სალაროს კვანძის მოწყობა და ტექნიკური გამაგრება

1. კომერციული ბანკის სალაროს კვანძი მოიცავს ფასეულობათა საცავს, სალაროებს, გადათვლისა და ინკასატორთაგან ფულის მიღება-გაცემის ოთახებს. ცალკეული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და სამუშაოს შინაარსიდან გამომდინარე, სალაროს კვანძში ფასეულობათა საცავის, გადათვლისა და ინკასატორთაგან ფულის მიღება-გაცემის სათავსის მოწყობის აუცილებლობას განსაზღვრავს კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა.

2. სალაროს კვანძი უნდა განთავსდეს კომერციული ბანკის სხვა სათავსებისაგან იზოლირებულად ისე, რომ გამოირიცხოს მასში იმ პირების შესვლის შესაძლებლობა, რომლებიც სალაროს ქვედანაყოფის თანამშრომლებად არ ითვლებიან. ფასეულობათა საცავის გარსი არ უნდა ესაზღვრებოდეს გარე სივრცეს ან სხვა შენობას და მისი სიმტკიცე უნდა შეესაბამებოდეს არანაკლებ მე-5 კლასს (ცხრილი 3 гост 50862-96 „ფასეულობათა სეიფები და საცავები. სიმტკიცისა და ცეცხლგამძლეობის მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები“). საცავის გარსი უნდა აღიჭურვოს დაცვის დამატებითი სიგნალიზაციის საშუალებებით იმ შემთხვევაში, თუ იგი ესაზღვრება გარე სივრცეს ან სხვა შენობას.

3. სალაროს მუშაკის სამუშაო ფართობი კლიენტისაგან გამოიყოფა ტყვიაგაუმტარი მინის სარკმლისა და ფულის გადასაცემი მოწყობილობის (ხონჩა ან ბუნკერი) შემცველი ტიხრით (ისე, რომ შესაძლებელი იყოს კლიენტის მიერ ფულის გადათვლის ვიზუალური კონტროლი), რომლის სიმტკიცის კლასი უნდა იყოს არანაკლები ტყვიაგაუმტარი შუშისა. სალაროს მუშაკების სამუშაო ფართობი ერთმანეთისგან გამოიყოფა ტიხრით.

4. სალაროს კვანძში შესასვლელი კარი და ტყვიაგაუმტარი მინა უნდა შეესაბამებოდეს სიმტკიცის არანაკლებ მე-3 კლასს (ცხრილი 3 гост 50862-96 „ფასეულობათა სეიფები და საცავები. სიმტკიცისა და ცეცხლგამძლეობის მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები“). ფასეულობათა საცავის კარები უნდა იყოს ჯავშნიანი და თავისი სიმტკიცის კლასით უნდა შეესაბამებოდეს საცავის გარსის სიმტკიცის კლასს. ჯავშნიანი კარები იკეტება არანაკლებ ორი საკეტით. ჯავშნიანი კარების გარდა საცავის კარის ჭრილში ყენდება ცხაურის კარი, რომელიც იღება შიგნით და იკეტება ორივე მხრიდან.

5. სალაროს კვანძის მოწყობისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ევროსტანდარტებით დადგენილი ნორმები.

6. ცალკეული ერთეულის სპეციფიკიდან და დაცულობიდან გამომდინარე, სალაროსა და კლიენტს შორის არასრული იზოლაციისა და მათი ერთ დარბაზში განთავსების მიზანშეწონილობას, ასეთ პირობებში ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე შესაბამისი დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, განსაზღვრავს კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა.

    მუხლი 3. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის საინკასაციო სამსახური

1. საინკასაციო მომსახურების განსახორციელებლად საინკასაციო სამსახური უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური ნიშნებით, მაშუქი და ხმოვანი სასიგნალო საშუალებებით, რადიოკავშირით, ინკასატორთა უსაფრთხოებისა და გადასატანი ფასეულობების დაცვის საშუალებებით აღჭურვილი დაჯავშნული ავტოტრანსპორტით.

2. ინკასაციის თანამშრომლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეციალური აღჭურვილობითა და იარაღით, მათი უსაფრთხოებისათვის აუცილებელი დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით (ჯავშანჟილეტები და სხვ.).

3. საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები უნდა იყვნენ სათანადოდ ჯანმრთელნი, უნდა ჰქონდეთ გავლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში შემოწმება და სპეციალური მომზადების კურსები, ასევე ნებართვა იარაღის ტარებასა და შენახვაზე.

    მუხლი 4. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემა

1. სალაროში ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემისას გამოყენებული დოკუმენტები (შემოსავალ-გასავლის საბუთები და სხვა) უნდა იძლეოდეს მომსახურე ბანკის, მიღებული და გაცემული თანხის (ციფრებით და სიტყვებით) ან სხვა ფასეულობის (აღწერილობით) მიმღების და გადამხდელის იდენტიფიცირების (მიმღების/გადამხდელის ანგარიშის ნომერი, ბანკის კოდი და სხვა) საშუალებას ოპერაციის დანიშნულებისა და თარიღის მითითებით.

2. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განხორციელებისას დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მომსახურე ბანკის დასახელებას, კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, გაყიდული ან შეძენილი ვალუტის დასახელებას, ოდენობას (სიტყვებით და ციფრებით), თარიღს.

3. ნაღდი ფულის მიღების, გაცემის, ვალუტის გადაცვლის და სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტი დგება მინიმუმ ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი, დამოწმებული ეგზემლარი, გადაეცემა კლიენტს.

4. ბანკს შეუძლია ნაღდი ფულის გაცემის ოპერაციები განახორციელოს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მეშვეობით, რომელთა დამზადების, შენახვის, გამოყენებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის წესები რეგულირდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. იურიდიულ პირებს შეუძლიათ ნაღდი ფული შეიტანონ მხოლოდ საკუთარ საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე.

6. დაუშვებელია კლიენტის მიერ სალაროში ფულის შემოტანის გარეშე თანხის მის ანგარიშზე ასახვა თანხის იმავდროულად გატანის მიზნით.

7. ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელებისას კლიენტის იდენტიფიკაცია ხორციელდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

8. ბანკს შეუძლია ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები განახორციელოს ბანკომატისა და ფულის მიღება-გაცემის სხვა ალტერნატიული ავტომატური მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც უნდა იძლეოდეს ამონაბეჭდს როგორც კლიენტისათვის გაცემული თანხის ოდენობის, ისე არსებული და ჩატვირთული ნაღდი ფულის ოდენობის შესახებ.

9. კლიენტის მიერ შემოტანილი ნაღდი ფულის გადათვლისას მეტ-ნაკლებობის გამოვლენის შემთხვევაში ზედმეტობა უბრუნდება კლიენტს ან ჩაირიცხება მის ანგარიშზე, ხოლო გამოვლენილი დანაკლისის თანხა არ ექვემდებარება ანგარიშზე ასახვას.

10. საეჭვო ფულის (მათ შორის, ის ფულის ნიშნებიც, რომელთა გადასახდელად ვარგისიანობა ვერ დგინდება კომერციული ბანკის მიერ) გამოვლენის შემთხვევაში დგება ცნობა (დანართი N1) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა კლიენტს, მეორე – რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნული ბანკის სათავო ოფისს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი 5 დღის განმავლობაში კომერციულ ბანკს უგზავნის შეტყობინებას ექსპერტიზის შედეგების შესახებ. ფულის ნიშნის ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისიანობის დადგენის შემთხვევაში შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს.

11. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ ადგილზე ხდება ფულის ნიშნის გადასახდელად უვარგისად ცნობა, ფულის ნიშანი შემდგომი ექსპერტიზისათვის აღარ ეგზავნება ეროვნულ ბანკს და უბრუნდება კლიენტს.

12. კლიენტს უფლება აქვს კომერციული ბანკის სალაროდან მიღებული ნაღდი ფული გადაითვალოს ფურცლობით და ცალობით პასუხისმგებელი მუშაკის თანდასწრებით. მიღებული ფულის გადათვლისას დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში თანხა ანაზღურდება, ხოლო ზედმეტობა ჩაირიცხება ბანკის შესაბამის ანგარიშზე. თუ კლიენტი არ გადაითვლის ფულს კომერციული ბანკის პასუხისმგებელი მუშაკის თანდასწრებით, კომერციული ბანკი არ არის ვალდებული დააკმაყოფილოს მისი პრეტენზია დანაკლისის ანაზღაურების თაობაზე.

    მუხლი 5. ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირებისა და შეფუთვის წესი

1. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო სისტემაში მოქმედებს ამ წესში მოცემული ნაღდი ფულის (ბანკნოტებისა და მონეტების) ფორმირებისა და შეფუთვის ერთიანი წესი.

2. ბანკნოტებისა და მონეტების დახარისხება ხდება ნომინალების და ვარგისიანობის კატეგორიების მიხედვით ცალ-ცალკე.

3. ფულის ნიშნების შეფუთვა ხდება პოლიეთილენის პაკეტებში და მათ ფორმირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მფორმირებელ მოლარეს (ბრიგადული სისტემის შემთხვევაში – მფორმირებელ ბრიგადას).

4. ბანკნოტების ფორმირება ხდება ნეკნებად და კონებად. ერთი ნეკნი შეიცავს ერთი და იმავე ნომინალის ას ფურცელს, ხოლო ერთი კონა – ათ ნეკნს. მონეტების დახარისხება ხდება ღირებულებათა მიხედვით, ერთ პაკეტში მოთავსებული ეროვნული ვალუტის მონეტების მაქსიმალური თანხა ნომინალების მიხედვით უნდა იყოს: 1 თეთრი – 20 ლარი, 2 თეთრი – 30 ლარი, 5 თეთრი – 50 ლარი, 10 თეთრი – 100 ლარი, 20 თეთრი – 160 ლარი, 50 თეთრი – 500 ლარი, 1 ლარი – 500 ლარი, 2 ლარი – 1000 ლარი.

5. ერთი და იმავე ნომინალის ბანკნოტების სრული ნეკნები, რომელთაგან სრული კონების ფორმირება არ ხერხდება, შეიძლება შეიფუთოს არასრულ კონებად, რომლის ზედსადებზე დამატებით აღინიშნება წარწერა „არასრული”.

6. სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტების სრული და არასრული ნეკნები შეიძლება გაფორმდეს ნაკრებ კონებად, რომლის თითოეული ნეკნი არ უნდა შეიცავდეს ასზე მეტ ფურცელს. ნაკრები კონების ზედსადებებზე დამატებით აღინიშნება წარწერა „ნაკრები”.

7. მონეტების ფორმირება შესაძლებელია არასრულ და ნაკრებ პაკეტებად, რაზედაც შესაბამისად მიეთითება წარწერა – „არასრული” ან „ნაკრები”.

8. ბანკნოტების კონებისა და მონეტების პოლიეთილენის პაკეტის ზედსადებზე უნდა მიეთითოს ვალუტის დასახელება, ნომინალი, ბანკნოტების/მონეტების რაოდენობა, მთლიანი თანხა (ნაკრების შემთხვევაში დამატებით მიეთითება თანხა ნომინალების მიხედვით), შეფუთვის თარიღი, მფორმირებელი პირის სახელი, გვარი (რიგითი ან ბრიგადის ნომერი), ხელმოწერა, ბანკის დასახელება და კოდი.

9. ბანკნოტებისა და მონეტების პოლიეთილენის პაკეტით შეფუთვა ხდება პაკეტის შედუღებით, რომლის ნაკერზეც ისმება კლიშეს ანაბეჭდი შემდეგი რეკვიზიტებით: ბანკის დასახელება და კოდი.

    მუხლი 6. ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და დასალუქი საშუალებები

1. კომერციულ ბანკებს უნდა ჰქონდეთ ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და დასალუქი საშუალებები.

2. ნაღდი ფულის ფორმირებისათვის საჭირო შტამპებზე უნდა აღინიშნებოდეს კომერციული ბანკის დასახელება, კოდი, კომბინირებულ შტამპებზე – ბანკის დასახელება, კოდი, მოლარის გვარი და სახელი ან რიგითი ნომერი (ბრიგადის ნომერი).

3. დასალუქ საშუალებებზე უნდა იკითხებოდეს რიგითი ნომერი, ბანკის კოდი ან დასახელება.

4. ფულადი საბუთების გასაფორმებელ ბეჭდებზე – ბანკის დასახელება, კოდი.

5. ინკასატორთათვის გამოსაყენებელ შტამპებზე უნდა იკითხებოდეს ბანკის დასახელება, კოდი, ინკასატორის გვარი და სახელი ან რიგითი ნომერი.

6. კომერციულ ბანკებს შეუძლიათ დაამზადონ შტამპები წარწერით: „მოძველებული“, „ნაკრები“, „არასრული“, „საკონტროლო გადათვლა“, თარიღი და სხვა.

    მუხლი 7. კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში ნაღდი ფულის ნიშნების შეტანა

1. ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკს შორის ნაღდი ფულის ნიშნებთან დაკავშირებული ოპერაციები რეგულირდება ამ წესით და მათ შორის საკასო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდი ფულის ნიშნების შეტანა-გატანის და შესაბამის ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვის რეჟიმი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

2. კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებულ ზედსადებებზე და კლიშეზე დასატან რეკვიზიტებს. ამ რეკვიზიტების ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში კომერციული ბანკი აცნობებს ეროვნულ ბანკს.

3. ეროვნულ ბანკში მიიღება მხოლოდ ანგარიშის მქონე კომერციული ბანკის მიერ ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ფორმირებული ნაღდი ფულის ნიშნები.

4. კომერციული ბანკებისაგან ნაღდი ფულის ნიშნები (ეროვნული და უცხოური ვალუტა) მიიღება ორ ეგზემპლარად შევსებული განაცხადის (დანართი N2) საფუძველზე.

5. განაცხადის წარმოდგენის შემდეგ ეროვნული ბანკის ოპერატორი ახდენს ფულის ნიშნების შემოტანაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით, ამოწმებს წარმოდგენილი განაცხადის შევსების და ხელმოწერის სისწორეს, ავსებს შემოსავლის ორდერს, ბეჭდავს ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს მას და განაცხადთან ერთად გადასცემს შემომტან პირს სალაროში წარსადგენად.

6. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არასწორადაა შევსებული, ეროვნული ბანკის ოპერატორი მასზე აკეთებს აღნიშვნას გაუქმების შესახებ, ადასტურებს ხელმოწერით, უარს აცხადებს ოპერაციის განხორციელებაზე და გადასცემს წარმომდგენს განაცხადის ორივე ეგზემპლარს. წარმომდგენი ხელმოწერით ადასტურებს განაცხადის არასწორად შევსების ფაქტს და განაცხადის ერთ ეგზემპლარს ხელმოწერის შემდეგ უბრუნებს ეროვნული ბანკის ოპერატორს.

7. განაცხადისა და შემოსავლის ორდერის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის მოლარე ახდენს ფულის ნიშნების შემოტანაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით, ამოწმებს განაცხადისა და შემოსავლის ორდერის შევსების და დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერების სისწორეს და მათი სისწორის შემთხვევაში შემომტანისაგან იღებს ფულის ნიშნებს გადასათვლელად.

8. ეროვნული ბანკის მოლარე, შემოტანილი ფულის ნიშნების შეფუთვის სიმრთელის, მათზე არსებული რეკვიზიტების სისწორის შემოწმების შემდეგ, ფულის ნიშნებს გადაითვლის კონებისა და ნეკნების მიხედვით, ფულის ნიშნების მიღებას ადასტურებს შემოსავლის ორდერსა და განაცხადზე ხელმოწერით და ბეჭდით, რის შემდეგაც აღნიშნულ დოკუმენტებს ხელმოსაწერად გადასცემს ფულის ნიშნების შემოტანაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც ხელმოწერით დადასტურებული განაცხადისა და შემოსავლის ორდერის თითო ეგზემპლარს უბრუნებს ეროვნული ბანკის მოლარეს.

9. კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში შეტანილი ნაღდი ფულის ნიშნები კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე აისახება ოპერაციის შესრულების დღეს.

10. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მოლარის მიერ გამოვლენილ იქნა დოკუმენტებსა და ფაქტობრივად შემოტანილ თანხებს შორის შეუსაბამობა ან სხვა ნაკლოვანება, ეროვნული ბანკის მოლარე უარს აცხადებს ოპერაციის განხორციელებაზე, განაცხადზე აკეთებს აღნიშვნას ნაკლოვანების შესახებ, ადასტურებს ხელმოწერით, ბეჭდით და ფულის ნიშნებთან ერთად გადასცემს წარმომდგენს. წარმომდგენი ხელმოწერით ადასტურებს შეუსაბამობის ან სხვა ნაკლოვანების არსებობის ფაქტს და განაცხადის ერთ ეგზემპლარს ხელმოწერის შემდეგ უბრუნებს ეროვნული ბანკის მოლარეს.

11. იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორისა და მოლარის ფუნქცია დაკისრებული აქვს ერთ პირს, ამ პირის მიერ კომერციული ბანკებიდან ნაღდი ფულის მიღება ხორციელდება ამავე მუხლით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით.

12. ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკიდან მიღებული ფულის ნიშნები ექვემდებარება გადათვლას, დახარისხებას, ფორმირებასა და შეფუთვას.

13. კომერციული ბანკის მიერ შემოტანილი ფულის ნიშნების გადათვლისას ზედმეტობა/დანაკლისის ან არგადახდითი ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკში დგება ცნობა (დანართი N3) სამ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი (არგადახდითი ფულის ნიშნის გამოვლენისას – ფულის ნიშანთან ერთად) ეგზავნება კომერციულ ბანკს, ხოლო ორი ეგზემპლარი რჩება ეროვნულ ბანკს. საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დგება ცნობა (დანართი N4) ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება კომერციულ ბანკს, ხოლო სამი ეგზემპლარი ფულის ნიშანთან ერთად რჩება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ცნობის საფუძველზე კომერციული ბანკის ფორმირებულ ფულში აღმოჩენილი ზედმეტობა ჩაირიცხება მის საკორესპონდენტო ანგარიშზე, ხოლო დანაკლისის, არგადახდითი ან ყალბი ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი თანხა ეროვნული ბანკის მიერ უპირობოდ ჩამოიწერება კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან.

    მუხლი 8. ეროვნული ბანკიდან ნაღდი ფულის ნიშნების გატანა

1. ეროვნული ვალუტის გატანის მიზნით, კომერციული ბანკი საგადახდო დავალების მეშვეობით, საკორესპონდენტო ანგარიშიდან თანხას ჩარიცხავს ეროვნულ ბანკში გახსნილ მის საკასო მომსახურების ანგარიშზე, ხოლო უცხოურ ვალუტაში საკასო მომსახურების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ხდება კომერციული ბანკის მიერ გამოგზავნილი მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება – SWIFT შეტყობინების საფუძველზე, ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი მემორიალური ორდერით.

2. საგადახდო დავალებაში/SWIFT შეტყობინებაში დადგენილი წესით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, დამატებით უნდა მიეთითოს პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით გატანაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.

3. ფულის ნიშნების გატანისას ეროვნული ბანკის ოპერატორი კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ზეპირი განცხადების შემდეგ ამოწმებს საკასო მომსახურების ანგარიშზე თანხის არსებობას და ოდენობას.

4. ეროვნული ბანკის ოპერატორი თანხის არსებობის შემთხვევაში ახდენს ფულის ნიშნების მიმღები უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას საგადახდო დავალებაში/მემორიალურ ორდერში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, ბეჭდავს ჩარიცხვის დამადასტურებელ საგადახდო დავალებას/მემორიალურ ორდერს ერთ ეგზემპლარად, ავსებს გასავლის ორდერს და ბეჭდავს ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს მათ და საგადახდო დავალებასთან/მემორიალურ ორდერთან ერთად გადასცემს ფულის ნიშნების მიმღებს ეროვნული ბანკის უფლებამოსილ პირთან წარსადგენად.

5. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი დოკუმენტების მიღების შემდეგ ახდენს ფულის ნიშნების მიმღები პირის იდენტიფიცირებას საგადახდო დავალებაში/მემორიალურ ორდერში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, საგადახდო დავალების/მემორიალური ორდერის და გასავლის ორდერის ურთიერთშედარებას, დოკუმენტებისა და მათზე არსებული ხელმოწერის სისწორის შემოწმებას.

6. დოკუმენტების სისწორის დადგენის შემდეგ ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ხელს აწერს საგადახდო დავალებას/მემორიალურ ორდერს, გასავლის ორდერს და გადასცემს ფულის ნიშნების მიმღებ პირს სალაროში წარსადგენად.

7. დოკუმენტების მიღების შემდეგ, ეროვნული ბანკის მოლარე ახდენს ფულის ნიშნების მიმღები პირის იდენტიფიცირებას, ადგენს დოკუმენტების და ხელმოწერების სისწორეს და მათი სისწორის შემთხვევაში ხელს აწერს გასავლის ორდერის ორივე ეგზემპლარს და ფულის ნიშნებთან ერთად გადასცემს თანხის მიმღებ პირს.

8. მიმღები პირი ფულის ნიშნებს გადაითვლის კონების, ნეკნების და მათზე არსებული რეკვიზიტების მიხედვით, მონეტებს კი – პაკეტების და მასზე არსებული რეკვიზიტების მიხედვით, შეუფუთავ კონებს, ნეკნებსა და ცალკეულ ბანკნოტებს – ფურცლობრივად, ხოლო მონეტებს ცალობით, რის შემდეგაც ხელს აწერს ორდერს და ერთ ეგზემპლარს უბრუნებს ეროვნული ბანკის მოლარეს.

9. იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორისა და მოლარის ფუნქცია დაკისრებული აქვს ერთ პირს, ამ პირის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხორციელდება ამავე მუხლით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით.

10. ფულის ნიშნების მიმღებ პირს უფლება აქვს კონებად შეფუთული ბანკნოტები გადათვალოს ფურცლობრივად, ხოლო ტომრებში მოთავსებული მონეტები – ცალობით, სალაროს პასუხისმგებელი მუშაკის თანდასწრებით სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.

11. ნაღდი ფულის ნიშნების ფურცლობრივად და ცალობით გადათვლისას შეფუთვის საშუალებები და ზედსადებები ინახება გადათვლის დამთავრებამდე. დანაკლისის, ზედმეტობის ან სხვა შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში იმავდროულად დგება სათანადო აქტი, რომლის საფუძველზეც დანაკლისის თანხა დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება ფულის ნიშნების მიმღებს, ხოლო ზედმეტობა ჩაირიცხება ეროვნული ბანკის შემოსავალში. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის წარმომადგენლის მიერ ეროვნულ ბანკში არ მოხდება ფულის ნიშნების გადათვლა, პრეტენზიები დანაკლისის ანაზღაურების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ არ მიიღება.

12. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა რაიმე სახის შეუსაბამობა კომერციული ბანკის მიერ გამოგზავნილ საგადახდო დავალებაში/მემორიალურ ორდერში ან ფულის ნიშნების მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებში:

ა) ეროვნული ბანკი უარს აცხადებს თანხის გაცემაზე;

ბ) შეუსაბამობის გამომვლენი პირი საგადახდო დავალების/მემორიალურ ორდერის მეორე მხარეს აკეთებს შესაბამის აღნიშვნას და ადასტურებს ხელმოწერით. იმავდროულად, თანხის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიზე დაბრუნების მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ იქნება საგადახდო დავალება, სადაც მიეთითება ფულის ნიშნების გაუცემლობის მიზეზი და საფუძველი.

13. კომერციული ბანკი ვალდებულია მოახდინოს ნაღდი ფულის ნიშნების გატანა საკასო მომსახურების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღესვე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ახდენს თანხის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნებას მომდევნო სამუშაო დღეს.

    მუხლი 9. ეროვნული ბანკიდან მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გატანა

1. ეროვნული ბანკიდან მკაცრი აღრიცხვის ბლანკები გაიცემა კომერციული ბანკის მიერ ამ მიზნით ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე თანხის (ბლანკების ღირებულების) ჩარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალების საფუძველზე. საგადახდო დავალებაში დადგენილი წესით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, დამატებით უნდა მიეთითოს პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღებაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახეობა და რაოდენობა.

2. ეროვნული ბანკის ოპერატორი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღებაზე უფლებამოსილი პირის ზეპირი განაცხადის საფუძველზე, ახდენს პირის იდენტიფიცირებას საგადახდო დავალებაში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, ამოწმებს ჩარიცხული თანხის და ბლანკების რაოდენობის შესაბამისობას, ბეჭდავს ჩარიცხვის დამადასტურებელ საგადახდო დავალებას ერთ ეგზემპლარად, ადასტურებს ხელმოწერით და გადასცემს ბლანკების მიღებაზე უფლებამოსილ პირს ეროვნული ბანკის მოლარესთან წარსადგენად.

3. ეროვნული ბანკის მოლარე საგადახდო დავალების მიღების შემდეგ ახდენს ბლანკების მიღებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას, ამოწმებს ეროვნული ბანკის ოპერატორის ხელმოწერის სისწორეს, ანგარიშზე ჩარიცხული თანხის და ბლანკების რაოდენობის შესაბამისობას და ავსებს გასავლის გარებალანსურ ორდერს.

4. ეროვნული ბანკის მოლარე გარებალანსური ორდერის შევსების შემდგომ ბეჭდავს მას ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს და გადასცემს მკაცრი აღრიცხვის ბლანკებთან ერთად მათ მიღებაზე უფლებამოსილ პირს ხელმოსაწერად.

5. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ბლანკების გადათვლის, მათი ნომრების გარებალანსურ ორდერში მითითებულ ნომრებთან შედარების შემდეგ, ხელმოწერით ადასტურებს გარებალანსურ ორდერს, რომლის ერთ ეგზემპლარს უბრუნებს მოლარეს.

6. იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორისა და მოლარის ფუნქცია დაკისრებული აქვს ერთ პირს, ამ პირის მიერ კომერციულ ბანკებზე მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გაცემა ხორციელდება ამავე მუხლით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით.

7. საგადახდო დავალებასა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს შორის ან/და ჩარიცხული თანხის და ბლანკების რაოდენობას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში:

ა) ეროვნული ბანკი უარს აცხადებს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გაცემაზე;

ბ) შეუსაბამობის გამომვლენი პირი საგადახდო დავალების მეორე მხარეს აკეთებს შესაბამის აღნიშვნას და ადასტურებს ხელმოწერით. იმავდროულად, თანხის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნების მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ იქმნება საგადახდო დავალება, სადაც მიეთითება მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გაუცემლობის მიზეზი და საფუძველი.

    მუხლი 10. ოპერაციების აღრიცხვა, საბუთების დამუშავება

1. ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების დამთავრების შემდეგ, ნაღდი ფული და სხვა ფასეულობა შემოსავალ-გასავლის საბუთებთან, ცნობებთან, აქტებთან და სხვა დოკუმენტებთან ერთად ბარდება შესაბამის პასუხისმგებელ პირებს.

2. პასუხისმგებელი პირები, წარმოდგენილი დოკუმენტების საბუღალტრო მონაცემებთან შედარების და ფაქტობრივად არსებული ნაშთის შესაბამისობის შემოწმების შემდეგ, ადგენენ ცნობას შემოსული და გასული დოკუმენტებისა და თანხების, ასევე სალაროში არსებული ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ნაშთების შესახებ ვალუტების მიხედვით.

3. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ყოველდღიური ნაშთების აღრიცხვა კომერციული ბანკების მიერ წარმოებს კუპიურული წყობის უწყისში.

4. პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი ცნობები და კუპიურული წყობის უწყისი ინახება სალაროს დღიურ საბუთებთან ერთად.

5. სალაროში არსებულ ფულის (ფასეულობის) ნაშთსა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს შორის სხვაობის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირი აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს კომერციული ბანკის ხელმძღვანელობას. სხვაობის გამომწვევი მიზეზების გამოკვლევამდე, სალაროში გამოვლენილი ზედმეტობის ან დანაკლისის დადასტურების შემდეგ, დგება შესაბამისი აქტი, რის საფუძველზეც ზედმეტობა ჩაირიცხება ბანკის კრედიტორებში, ხოლო დანაკლისი თანხა – ბანკის დებიტორებში, ან დაეწერება იმ მუშაკს, ვისი მიზეზითაც მოხდა აღნიშნული ფაქტი.

6. სალაროს დღიური საბუთები დანართებთან ერთად (აქტები, ცნობები, უწყისი და სხვა) იკინძება საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშების, შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტების მიხედვით.

    მუხლი 11. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შენახვა

1. კომერციული ბანკის ფული და სხვა ფასეულობა ინახება ფასეულობის საცავში, რომლის გასაღებები ინახება შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან.

2. ფასეულობის საცავებს უნდა ჰქონდეთ გასაღებების დუბლიკატები, რომლებიც სათანადო ნუსხის თანხლებით იდება შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ დალუქულ პაკეტში.

3. გასაღებთა დუბლიკატების პაკეტი, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილ წერილთან ერთად, ფასეულობათა საცავში შესანახად ბარდება კომერციული ბანკის ერთ-ერთ უახლოეს ფილიალს ან ხელშეკრულების საფუძველზე სხვა კომერციულ ბანკს, რის შესახებაც პაკეტის ჩამბარებელს ეძლევა ხელმოწერილი და ბეჭედდასმული შემოსავლის ბალანსგარეშე ორდერის ერთი ეგზემპლარი. გასაღებთა დუბლიკატების შესანახად ჩაბარების დამადასტურებელი საბუთები ინახება კომერციული ბანკის ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირთან სეიფში.

4. გასაღებთა დუბლიკატებიანი პაკეტის ჩამბარებლისათვის გაცემა დასაშვებია მხოლოდ კომერციული ბანკის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების წერილობითი და კომერციული ბანკის ბეჭდით დამოწმებული მოთხოვნით. შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ სათადარიგო გასაღებების პაკეტის გამოტანის შემთხვევაში გამოიწერება ბალანსგარეშე გასავლის ორდერი და გამოტანის მიზეზების აღნიშვნით დგება მიღება-ჩაბარების აქტი.

5. ფული და სხვა ფასეულობა საცავში ინახება ლითონის კარადებში, სეიფებში, ურიკებში და თაროებზე.

6. დაუშვებელია საცავში არაფორმირებული ფულის შენახვა, გარდა ბანკომატებისა და ფულის მიღება-გაცემის სხვა ალტერნატიული ავტომატური მოწყობილობებისათვის განკუთვნილი ფულისა, რომელიც მოთავსებული უნდა იყოს კასეტებში.

7. საეჭვო ფულის ნიშნები ინახება ცნობებთან ერთად და აღირიცხება ჟურნალში ან კომპიუტერში (დანართი №5).

8. სხვა ფასეულობა (გარდა მკაცრი აღრიცხვის ბლანკებისა) ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ინახება თანმხლებ აღწერილობასთან ერთად.

9. დაუშვებელია რადიაქტიური, ტოქსიკური და სხვა საშიში ნივთიერებების შემცველი ფასეულობების შენახვა.

10. ცალკეულ შემთხვევებში, ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის, ასევე სალაროს დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია სალაროს კვანძში შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ან ინკასატორების პასუხისმგებელობის ქვეშ.

11. სალაროს დღიური საბუთები ინახება 6 წლის განმავლობაში სათანადოდ დაცულ ადგილზე, შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ.

    მუხლი 12. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შემოწმება

1. კომერციული ბანკი ვალდებულია სისტემატურად განახორციელოს ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ნატურის, მათი შენახვის მდგომარეობისა და სალაროს ოპერაციების წარმოების მოულოდნელი შემოწმება.

2. შემოწმება უნდა ჩატარდეს ყველა ფასეულობის აღწერით და ისეთი თანამიმდევრობით, რომ გამოირიცხოს ფულისა და ფასეულობების დანაკლისის ან დატაცების ფაქტის მიჩქმალვა.

3. შემოწმებამ არ უნდა დაარღვიოს კომერციული ბანკის კლიენტთა მომსახურების პროცესი.

4. ჩატარებული შემოწმების შესახებ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერს რევიზიის პროცესში მონაწილე ყველა პირი.

5. ჩატარებული რევიზიის აქტში მითითებულ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: რევიზიის დღისათვის ფაქტობრივად რიცხული თანხები და სხვა ფასეულობა, მათი საბუღალტრო მონაცემებთან შესაბამისობა, რევიზიისას აღმოჩენილი ფულის ზედმეტობები და დანაკლისები (მათი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დარღვევები და რისკების შეფასება.

6. კომერციული ბანკის მიერ სალაროს შემოწმება ასევე ხორციელდება ნაღდი ფულისა და ფასეულობის გადაბარების დროს. ამ შემთხვევაში სხვა მონაცემების გარდა აქტში აღინიშნება საცავის გასაღებების, დასალუქი საშუალებებისა და ბეჭდების გადაცემა.

7. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისი, მის სრულ დაფარვამდე, დაეწერება იმ მუშაკს, ვისი მიზეზითაც მოხდა აღნიშნული ფაქტი. სალაროში გამოვლენილი ზედმეტობა ჩაირიცხება შესაბამის ანგარიშზე.

8. შემოწმების შედეგებს, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, განიხილავს კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა.

9. კომერციული ბანკის შემოწმებების მასალები ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.    

 

დანართი №1

ქალაქი _____________                                                 „_____” „_________” 20  წ

 

ც ნ ო ბ ა

საეჭვო ფულის გამოვლენის შესახებ

კომერციული ბანკის დასახელება_____________________________________________

ბანკის პასუხისმგებელი პირი ________________________________________________

შემომტანი _________________________________________________________________                       

იურიდიული პირის დასახელება; ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი

___________________________________________________________________________

საბუთის მიხედვით პირის სახელი, გვარი, საბუთის ნომერი,

___________________________________________________________________________

პირადი ნომერი, მისამართი (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და ტელეფონის ნომერი.

 

 

 

ვალუტის დასახელება

ნომინალი

გამოშვების წელი

სერია, ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბანკის პასუხისმგებელი პირის                                                      საეჭვო ფულის

          ხელმოწერა:                                                                  შემომტანის ხელმოწერა:                                            

 

 


ექსპერტიზის დასკვნა:     ----------------------------------------------------------------  

   

                                                  ----------------------------------------------------------------      

     ექსპერტის ხელმოწერა:

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

 

 

ნაღდი ფულის შეტანის განაცხადი

 

 

„–––– “ –––––––– 20   წელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(შემომტანი ბანკის დასახელება)

 

 

 

(მიმღები ბანკის დასახელება)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემომტანი ბანკის კოდი №

 

 

მიმღები ბანკის კოდი №

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემომტანი ბანკის საკასო მომსახურების ანგარიშის №

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანიშნულება საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გიგზავნით                                 

 

 

 

 

 

 

პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით პირის სახელი, გვარი, საბუთის ნომერი,

 

პირადი ნომერი, გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა

 

მეშვეობით ფულის ნიშნებს:

 

 

 

 

 

 

 

 

ბანკნოტები

მონეტები

 

ნომინალი

თანხა

კონების რაოდენობა

ნომინალი

თანხა

პაკეტების რაოდენობა

 

1

 

 

001

 

 

 

2

 

 

002

 

 

 

5

 

 

005

 

 

 

10

 

 

010

 

 

 

20

 

 

020

 

 

 

50

 

 

050

 

 

 

100

 

 

1-ლარიანი

 

 

 

200

 

 

2-ლარიანი

 

 

 

 

 

10-ლარიანი

 

 

 

სულ

 

 

სულ:

 

 

 

მთლიანი თანხა

 

 

 

 

 

(ციფრებითა და სიტყვებით)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უფლებამოსილი პირი/ები:

ბ.ა.

 

 

 

 

 

 

 

თანამდებობა

 

(ხელმოწერა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფაქტობრივად მიღებული თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(ციფრებითა და სიტყვებით)

 

შეუსაბამობის აღნიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

მიღებულია კონებით, ნეკნებით, ზედნადებებით და ჩარიცხულია შესაბამის ანგარიშზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემომტანი:

 

საქართველოს ეროვნული ბანკი:

 

 

 

 

 

 

 

ოპერატორი

 

 

(ხელმოწერა)

 

 

 

 

 

 

 

(ხელმოწერა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოლარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(ხელმოწერა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა : ფაქტობრივად შემოტანილი თანხების შეუსაბამობის ან სხვა ნაკლოვანების არსებობის შემთხვევაში განაცხადი გადაიხაზება, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა და უბრუნდება კლიენტს.

უცხოური ვალუტის შემოტანისას აუცილებელი არ არის ნომინალების მითითება.

 

დანართი №3

ც ნ ო ბ ა

 

ეროვნული ბანკის სისტემაში კომერციული ბანკებისაგან (კომერციულ ბანკებში ინკასატორებისაგან) მიღებული ფულის საკონტროლო გადათვლისას დანაკლისის, ზედმეტობის ან არგადახდითი ფულის ნიშნების გამოვლენის შესახებ

 

ქ. _____________                                                                                            ___ _______ წელი

 

ფულის ნიშნების მიმღები  ________________________________________

 

შემომტანი იურიდიული პირის დასახელება _____________________________

 

მიღებული თანხა  _________________    _____________  __________________________

                               (ციფრებით)             (ვალუტის სახეობა)   ფორმირების (შეფუთვის) რეკვიზიტები

 

ფორმირების თარიღი _____________________                                           

საკონტროლო გადათვლა განახორციელა ______  პასუხისმგებელი მუშაკი ________

                                                                                       ( სახელი, გვარი)                                     ( სახელი, გვარი)

ესწრებოდა შემომტანის წარმომადგენელი* ___________________________________________________

                  (სახელი, გვარი)  

 

საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლინდა  _____________________________

 

 

ნომინალი

რაოდენობა

თანხა

დანაკლისი

 

 

 

ზედმეტობა

 

 

 

            

არგადახდით

 

ნომინალი

გამოშვების წელი

ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

         

ჯამი სიტყვებით____________________________________________________________

 

დანართი: _________ზედსადები, _______ბანდეროლი,__________პლომბი (კლიშე).

 

მიმღების წარმომადგენლები:                 შემომტანის წარმომადგენელი*:

 

მოლარე _______________                        ___________________

               (ხელმოწერა)                                    (ხელმოწერა)

 

პასუხისმგებელი მუშაკი ___________________

                                                (ხელმოწერა)

 

* შენიშვნა: შემომტანის წარმომადგენლის ვინაობა და ხელმოწერა არ მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო გადათვლას არ ესწრება შემომტანის წარმომადგენელი, რის შესახებ კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

     

     დანართი №4

ც ნ ო ბ ა

 

ეროვნული ბანკის სისტემაში კომერციული ბანკებისაგან (კომერციულ ბანკებში ინკასატორებისაგან) მიღებული ფულის საკონტროლო გადათვლისას საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შესახებ

ქ. _____________                                                                                   ___ _______ წელი

 

ფულის ნიშნების მიმღები ბანკი   ________________________________

 

შემომტანი იურიდიული პირის დასახელება   ____________________________

 

მიღებული თანხა ________________      ________________         _____________________      

                                 (ციფრებით)(ვალუტის სახეობა)ფორმირების (შეფუთვის) რეკვიზიტები

                   

  ფო რმირების თარიღი ____________

                                         

საკონტროლო გადათვლა განახორციელა________პასუხისმგებელი პირი _________

                                                                  ( სახელი, გვარი)                   ( სახელი, გვარი)

 

ესწრებოდა შემომტანის წარმომადგენელი* ____________________________________

                                                                                                (სახელი, გვარი)

საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლინდა _______________ ______________

 

ნომინალი

გამოშვების წელი

ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი სიტ ყვებით____________________________________________________________

 

დანართი:_________ზედსადები,__________ბანდეროლი,_________პლომბი (კლიშე).

 

მიმღების წარმომადგენლები:             შემომტანის წარმომადგენელი*:

 

მოლარე ___________________                      ___________________

                        (ხელმოწერა)                                   (ხელმოწერა)

 

პასუხისმგებელი პირი ___________________

(ხელმოწერა)

დასკვნა საეჭვო ფულის ნიშნის შესახებ: _______________________________________

___________________________________________________________________________            

 ექსპერტის ხელმოწერა

               

* შენიშვნა: შემომტანის წარმომადგენლის ვინაობა და ხელმოწერა არ მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო გადათვლას არ ესწრება შემომტანის წარმომადგენელი, რის შესახებ კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

   

დანართი№5

____________________________

კომერციული ბანკის დასახელება

 

საეჭვო ფულის ნიშნების აღრიცხვის ჟურნალი

 

დაწყებულია 20-- წლის ____ ____________________

დასრულებულია 20 -- წლის ____ __________________

ჩანაწერი ამ ჟურნალში კეთდება მის სრულ გამოყენებამდე

 

რიგითი

შემომტანი

შემოტანის თარიღი

ნომინალი

გამოშვების წელი

სერიული ნომერი (ბანკნოტის შემთხვევაში)

მიმღები პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

სებ-ში გაგზავნის თარიღი