„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 ნოემბრის №479 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 აგვისტოს №462 ბ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №176
2007 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 ნოემბრის №479 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 ნოემბრის №479 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №126, მუხ. 1103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი გორგაძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
დავით ბეჟაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მთავარი მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ნინელი ანდრიაძე – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი
გიორგი ბესტავაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკური ჯგუფის მთავარი მრჩეველი
თემურ გაბისონია – კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩეველი
ქეთინო გაბროშვილი – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი
ვლადიმერ დობორჯგინიძე – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი
გურამ ვახტანგაშვილი – საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი
ირა ზაალიშვილი – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი
ბელა ზალდასტანიშვილი – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ზაზა თავაძე – საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ჯილდა თოფურიძე – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი
რევაზ კლდიაშვილი – გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
სიმონ კობეშავიძე – გენერალური შტაბის აპარატის უფროსი
კახაბერ კოპალიანი – აფხაზეთის მთავრობის აპარატის სახალხო დიპლომატიისა და ადგილობრივი მმართველობის დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ნანობაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
ვენერა ოშორიძე – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი
ნუგზარ ცაგარეიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
დავით ხოსრუაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი
როინ ჯანაშია – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.“.
2. ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი