„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 25/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

  ბრძანებულება №43

2010 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №93, მუხ. 993) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.“;

ბ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების საქმიანობის კოორდინაცია და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სამაშველო ჯგუფების შექმნა და მზადყოფნის უზრუნველყოფა;

დ) საავარიო-სამაშველო და სხვა სახის გადაუდებელი სამუშაოების შესრულების კოორდინაცია, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება მთაში და წყალში;

ე) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელება, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ვ) მოსახლეობის ევაკუაციისა და მათი სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომებით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია;

ზ) დაზარალებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის ჰუმანიტარული დახმარებების განაწილების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

თ) საგანგებო სიტუაციაში ორგანიზაციების უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების კოორდინაცია;

ი) დამცავი ნაგებობებისა და საშუალებების, თავშესაფრების და მიწისქვეშა ნაგებობების შენახვისა და ექსპლუატაციის კონტროლი;

კ) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.01.2010.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 20.01.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“, №43, 20.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/106732/