„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- “გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფი საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- "გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- ,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ს საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველ საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.174
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №62
2010 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში (სსმ 11.04.2005, III ნაწილი, №42, მუხ. 450) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით დამტიცებული ინსტრუქციის:
ა) 111 მუხლის მე-10 პუნქტის მაგალითი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი:
შპს „ელიტამ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, 2009 წლის 1 დე-კემბრისათვის გადაიხადა საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული 25200 ლარი, პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული აღიარებული საგადასახადო ვალდებულება კი შეადგენს 30200 ლარს, ანუ 5000 ლარით მეტს.
ასეთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების ნაწილის 5000 ლარით შემცირების შესახებ, რომლის შესაბამისად პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება შემდეგი სახის ჩანაწერები.
ა) გადახდილია საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და თანხა – 25200 ლარი აისახება მე-6 გრაფაში „გადახდილია ბიუჯეტში”;
ბ) შემცირებულია საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი კუთვნილი ვალდებულების ნაწილი და თანხა – 5000 ლარი აისახება მე-5 გრაფაში „შემცირებულია“.“.
ბ) 142 მუხლის მე-60 პუნქტს დაემატოს „დ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ) ვალდებული პირის გპაბ-ზე ნაშთების ასახვა განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიერ ცალმხრივად გაფორმებული ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის საფუძველზე, რომლის შესახებაც გადასახადის გადამხდელს ეცნობება წერილობით. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის შედეგად ზედმეტობის დაფიქსირების შემთხვევაში, გპაბ-ზე ამ ზედმეტობის ფარგლებში ხორციელდება საბაჟო გადასახდელების თანხების სავარაუდო დარიცხვა, რომლის შესახებაც გადასახადის გადამხდელს ეცნობება წერილობით. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში ხორციელდება შედარების აქტის გაფორმება და შედარების აქტის საფუძველზე ხდება საბაჟო გადასახდელების თანხების შესწორებითი დარიცხვა, რომლითაც გაუქმდება სავარაუდო დარიცხვა.“.
2. ბრძანების დანართი №10 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი №10
![]()
|
| ||||||||||||||||||
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური | ||||||||||||||||||
|
|
| |||||||||||||||||
| --------------------------------------------------------------------რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/საგადასახადო ინსპექცია მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- | ||||||||||||||||||
|
|
| |||||||||||||||||
| საგადასახადო მოთხოვნა № ---------------------------------------------------------------------- | ||||||||||||||||||
| „-----------“ „---------------------------------------------“ 201 წ. (რიცხვი) (თვე) | ||||||||||||||||||
| გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის რეკვიზიტები ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (გვარი, სახელი/დასახელება) | ||||||||||||||||||
| საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
| პირადი ნომერი ---------------------------- | ||||||||
| მისამართი -------------------------------------------------------------------------------------------------------- | ||||||||||||||||||
| საგადასახადო (საბაჟო) კოდექსის ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საფუძველზე (მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის (გადასახდელის) დარიცხვა) გადასახდელად დაგერიცხათ:
| ||||||||||||||||||
|
| გადასახადის (გადასახდელის) დასახელება | გადასახადის (გადასახდელის) ძირითადი თანხა | ჯარიმა | საურავი | სულ | შენიშვნა |
| |||||||||||
|
|
| |||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
|
| სულ |
|
|
|
|
|
| |||||||||||
| გადასახადის (გადასახდელის) გადახდის ადგილი და წესი: --------------------------------------------------------------------------------- |
|
|
| ამ მოთხოვნის შესრულება უნდა უზრუნველყოთ მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. |
|
|
| ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. |
|
|
|
|
| თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-42-ე მუხლებით. |
|
|
|
|
| „საგადასახადო მოთხოვნა“ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წერილობითი საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე, სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|
|
|
|
|
|
|
|
| რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე ---------------------------
(ხელმოწერა) |
|
|