ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს №18 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
- ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ 02.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №31
2010 წლი ს 6 სექტემბერი
დ აბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №18 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებ ლ ების შესახებ“ საფუძველზე საჭიროა შეტანილი იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №18 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №18 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“.
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის“.
2. დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დაბა ხარაგაულში და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულ კაფე, ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების მოსაკრებელი ერთ დასაჯდომ ადგილზე თვეში განისაზღვროს 0. 5 ლარის ოდენობით არა უმეტეს 25 ლარისა“;
„ე) საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გზის თბილისი – სენაკი – ლესელიძის (უბისა – რიკოთის 143 –173 კმ.გზის) მონაკვეთზე განთავსებულ კაფე, ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების ყოველთვიური მოსაკრებლის ოდენობა
1 მ 3 ნარჩენზე განისაზღვროს 25ლარით.“ .
3. დადგენილების პირველი მუხლის მე სამე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე კვარტალში –12 000 ლარი“;
„ზ) ლატარიების მოწყობაზე–ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 12%.“.
4. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სატენდერო მოსაკრებელი: ( ძალაშია 2010 წლის 1 დეკემბრამდე).
ა) გადამხდელია ის პრეტენდენტი, რომელიც თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის იღებს სატენდერო დოკუმენტებს.
ბ) ტენდერის ჩატარების შემთხვევაში დაწესდეს მოსაკრებელი 150 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი