„ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
- ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ 06.04.2015
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2024 წლის 1 ივლისი დაბა ხარაგაული |
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე);
ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს:
ბ.ა) თითოეულ სამორინის მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ.ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
ბ.გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%.
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე განისაზღვროს:
გ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი.
გ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი.
გ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი.
დ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 ლარი;
ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5 000 ლარი.
|