ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
- ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ 06.04.2015
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2018 წლის 1 ოქტომბერი დაბა ხარაგაული |
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:
ა) დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ბ) მოსაკრებლის ოდენობა ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 2 ლარით;
გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 ლარით;
დ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 ლარი.
ე) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა:
ე.ა) II კლასის ობიექტებისთვის − 50 ლარი,
ე.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარი,
ე.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარი.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებართვით რეგულირებას;
ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს:
გ) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
დ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;
ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში –250 000 ლარი;
ზ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
თ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 11 000 ლარი.“.
|