„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ 2018 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2018 წლის 30 მაისი ქ. ზესტაფონი |
,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 121 მუხლის 51 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.
„მუხლი 1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის:
ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;
ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 3 (სამი) ლარი;
გ) დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული მშენებლობა.
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარი თვეში, სამ და მეტსულიან ოჯახზე არაუმეტეს 1,5 ლარისა;
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებულ პირს, რომელიც იღებს საარსებო შემწეობას (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) განესაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0.2 ლარი თვეში, ორ და მეტსულიან ოჯახებზე არაუმეტეს 0.5 ლარი თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 25 (ოცდახუთი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე;
გ) იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას, გადაიხდიან ერთ კუბურ მეტრზე 15 (თხუთმეტ) ლარს.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500 (ათას ხუთასი) ლარი;
ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესის თანახმად.“.
|